პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი ემხრობა ჰუმანურ ნარკოპოლიტიკას, ისევე როგორც გუნდის ყველა წევრი - აკაკი ზოიძე
ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით უმრავლესობაში პოზიციები დაახლოვდა, თუმცა კონსულტაციები გაგრძელდება, - განაცხადა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში შეხვედრის დასრულების შემდეგ.
მისი შეფასებით, შეხვედრაზე ძალიან მნიშვნელოვანი მსჯელობა გაიმართა.
„პრინციპული დაპირისპირება არ გამოიკვეთა არანაირი, მაგრამ ჩვენ დრო დაგვჭირდება იმისთვის, რომ საბოლოო გადაწყვეტილებამდე მივიდეთ. ვადები რჩება ძალაში და 7 ივნისისთვის ჩვენ გვექნება შეჯერებული ვარიანტი. ძალიან ბევრი პოზიცია დაახლოვდა, მაგრამ მსჯელობა გაგრძელდება. აუცილებელი იქნება შეთანხმება დეტალებზე", - განაცხადა აკაკი ზოიძემ.
მისივე ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი ემხრობა ჰუმანურ ნარკოპოლიტიკას, ისევე როგორც გუნდის ყველა წევრი.
"გადაწყვეტილების მიღება უსასრულოდ არ გაგრძელდება. თუ საჭიროება დადგა, შიდა კენჭისყრა ჩატარდება. რეალურად, ჩვენ ყველა ვარიანტში მივიღებთ გადაწყვეტილებას", - განაცხადა ზოიძემ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


