სამართალი
ბიჭიც არასრულწლოვანია და პოლიციას ის ამ დრომდე არ დაუკავებია - საზარელი შემთხვევა სოფელ ლეღვაში
სამართალდამცავები მთელი ღამის განმავლობაში კითხავდნენ ბიჭს, რომელმაც არსებული ინფორმაციით, 16 წლის და, შემთხვევითი გასროლის შედეგად მოკლა.
ბიჭიც არასრულწლოვანია და პოლიციას ის ამ დრომდე არ დაუკავებია.
ინფორმაცია საზარელი შემთხვევის შესახებ გუშინ გავრცელდა. ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვაში, 16 წლის თეონა ტაკიძე ძმის მიერ შემთხვევით, სანადირო თოფიდან გასროლილმა ტყვიამ იმსხვერპლა.
კიდევ ერთი ვერსიით, გოგონას ცეცხლსასროლი იარაღი თაროდან ჩამოუვარდა და ტყვია მაშინ გავარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
ირკვევა, რომ შემთხვევის დროს არასრულწლოვნები სახლში მარტო იმყოფებოდნენ. სანადირო თოფი კი გარდაცვლილის მამას ეკუთვნოდა.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


