პოლიტიკა
„ბიბლიური თავისუფლება“ გასაბერი ეკლესიის ყიდვას გეგმავს
პოლიტიკური პარტია „გირჩის“ მიერ დაფუძნებულმა რელიგიურმა ორგანიზაციამ „ბიბლიურმა თავისუფლებამ“ გასაბერი ეკლესიის ყიდვა გადაწყვიტა.
ამის შესახებ ორგანიზაციამ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე განაცხადა.
როგორც „ბიბლიურ თავისუფლებაში“ წერენ, გასაბერი ეკლესიის ყიდვა გახდა საჭირო იმის დასამტკიცებლად, რომ ის რეალურ რელიგიურ ორგანიზაციას წარმოადგენს.
„ხელისუფლება ცდილობს, ბიბლიური თავისუფლება წარმოადგინოს არარეალურ რელიგიურ ორგანიზაციად. უღმერთო ადამიანები არგუმენტად ცდილობენ, გამოიყენონ ტრადიციული რელიგიური დენომინაციებისათვის დამახასიათებელი ატრიბუტების არქონა.
ბიბლიური თავისუფლების იერარქების ლოცვა-კურთხევით გადაწყდა, საღვთო მსახურებისთვის შევიძინოთ ეკლესია, რომლის გამოყენების შესაძლებლობა უნდა მიეცეს ბიბლიური თავისუფლების 500-მდე მღვდელმსახურს.
რაციონალური მსჯელობის შედეგად მივედით დასკვნამდე, რომ ეკლესია იყოს მობილური და იაფი. ბაზარზე არსებული არჩევანიდან ასეთია გასაბერი ეკლესია.
პროექტის რისკი: უღმერთო და შურიანი ადამიანები სადგისით, რაც დაძლევადია ვულკანიზაციების არსებობის პირობებში.
SWOT-ანალიზზე დაყრდნობით გადაწყდა, შევიძინოთ გასაბერი ეკლესია.
პროექტის ღირებულება შეადგენს $3000.
შეეწიეთ ეკლესიას ამ საშვილიშვილო საქმის აღსასრულებლად“, - ნათქვამია „ბიბლიური თავისუფლების“ ფეისბუკ გვერდზე.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


