პოლიტიკა
ბევრი რამ არის გასაკეთებელი იმისთვის, რომ საქართველო უცხოელი ინვესტორებისთვის მიმზიდველი ქვეყანა გახდეს - ტომას მელია
საერთაშორისო ბიზნეს თანამეგობრობაში ისევ არსებობს შეხედულება, რომ საქართველოში ინვესტიციები სათანადოდ არ არის დაცული, - განაცხადა ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ადმინისტრატორის ყოფილმა მოადგილემ, ჯორჯ ბუშ უმცროსის ინსტიტუტის მკვლევარმა ტომას მელიამ „ამერიკის ხმის“ ქართული სამსახურისთვის მიცემულ ინტერვიუში.
„უცხოური პირდაპირი ინვესტიციების მოზიდვა, არა მხოლოდ ამერიკიდან, არამედ სხვა ქვეყნებიდანაც, საქართველოს მომავლისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. ამ მიმართულებით, ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა ის არის, რომ საერთაშორისო ბიზნეს თანამეგობრობაში შეხედულება, რომ საქართველოში ინვესტიციები სათანადოდ არ არის დაცული, ისევ არსებობს. საკუთრების უფლება სათანადოდ არ არის დაცული. ვიცი, ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება და ეს თემა საკონსტიტუციო ცვლილებებსაც უკავშირდება. ამ საკითხთან მთელი რიგი გასათვალისწინებელი კომპონენტებია დაკავშირებული. ამაში შედის კომერციული დავის გადასაჭრელად არბიტრაციის გამოყენება; იმის გადაწყვეტა, უნდა არსებობდეს თუ არა სპეციალური ბიზნესსასამართლოები; ასეთი დავების გადასაჭრელად მოსამართლეების მონახვა და მათი გადამზადება.
ბევრი რამ არის გასაკეთებელი იმისთვის, რომ საქართველო უცხოელი ინვესტორებისთვის მიმზიდველი ქვეყანა გახდეს. გასულ თვეს, საქართველოში ერთ-ერთმა უმსხვილესმა ბიზნესასოციაციამ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა, რომ საქართველოს სასამართლო, სავარაუდოდ, პოლიტიკური გავლენის ქვეშ ექცევა კონკრეტული შედეგების მიღების მიზნით. არ აქვს მნიშვნელობა რამდენად მართალია ეს შეხედულება. ვიდრე ის არსებობს, უცხოელი ბიზნესმენები საქართველოში შემოსვლისგან თავს შეიკავებენ. სასამართლო სისტემის სანდოობის გაზრდა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი უნდა იყოს“, - განაცხადა მელიამ.
მისივე თქმით, უნდა გაკეთდეს ყველაფერი პრაქტიკული და შესაძლებელი იმისთვის, რომ გაძლიერდეს სასამართლო.
„ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. მეორე საკითხია მიწის რეგისტრაცია - ეროვნულ დონეზე უნდა მოხდეს იმის დასადგენად, თუ ვის ეკუთვნის მიწის რომელი ნაკვეთი, ვის აქვს მისი ყიდვა-გაყიდვის უფლება. ასევე მნიშვნელოვანია შემუშავდეს მეთოდები ისეთი დავების გადასაჭრელად, რომლებიც ხშირად წამოიჭრება ხოლმე. მაგალითად, დაწესდეს არბიტრაციის და კომერციული დავების გადაჭრის მეთოდები. საგადასახადო კოდექსის გამარტივება ასევე დამატებითი დადებითი ფაქტორი იქნება. ვფიქრობ, ხალხმა უნდა იცოდეს იმ საფრთხეების შესახებ, რომლებიც პოლიტიკური თუ ეკონომიკური ინტერესების სასარგებლოდ, სისტემის მანიპულირების და სისუსტეების ბოროტად გამოყენების საშუალების მიცემას მოჰყვება“, - დასძინა მელიამ.
მკვლევარი იმ საკითხსაც შეეხო, თუ რამდენად ცდილობს მთავრობა ან მთავრობაში ზოგიერთი ადამიანი კონკრეტული კომერციული შედეგის დასადგომად პროცესებზე გავლენის მოხდენას.
ამ თავლსაზრისით, მელია „ფილიპ მორისის“ საქმესა და „საქართველოს მანგანეზის“ შემთხვევებს შეეხო.
,,ნებისმიერ სასამართლო საქმეში მნიშვნელოვანია არსებობდეს პროცესი, რომლის დროსაც მხარეები წარმოადგენენ ფაქტებს, რომლებსაც მოსამართლე ყურადღებით განიხილავს. როგორც წესი, არ არსებობს ასეთი საქმეების დაჩქარების საჭიროება.
ის, რომ სააპელაციო პროცესის შედეგად „ფილიპ მორისის“ საქმეზე წინა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება იქნა შეცვლილი და ის, რომ „საქართველოს მანგანეზის“ შემთხვევაში სწრაფად მოხდა მოლაპარაკება გარემოს დაცვის გარკვეულ საკითხებზე მას შემდეგ, რაც ამ საქმეებზე საერთაშორისო ყურადღება გამახვილდა, არ ვფიქრობ იმაზე მიუთითებდეს, რომ სასამართლო დამოუკიდებელია. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ვიღაცამ გადაწყვეტილება შეცვალა და არა იმაზე, რომ პროცესი გაუჯობესდა. ნებისმიერი სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც სწრაფად მიიღება უფრო მეტ კითხვას წარმოქმნის, ვიდრე პასუხს’’, - ამბობს მელია.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


