პოლიტიკა
ბევრი მხარდამჭერი გვყავს და მიღებული შემოწირულებების მოცულობა სრულიად ლოგიკურია - არჩილ თალაკვაძე
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის შეფასებით, აგვისტოში შემოსული მაღალი შემოწირულობები მიუთითებს „ქართული ოცნების“ ბევრ მხარდამჭერზე. თალაკვაძის განცხადებით, პარტიის მიზანია, გაზარდოს მცირე თანხის შემომწირველთა რაოდენობა.
„ „ქართულ ოცნებას”, ჩვენს პარტიას საპარლამენტო არჩევნებზე ხმა მისცა 856 000-მა ადამიანმა, რაც ნიშნავს, რომ გვყავს ბევრი მხარდამჭერი და მიღებული შემოწირულებების მოცულობა სრულიად ლოგიკურია. ჩვენ მეტი დაფინანსების მობილიზებაც გვჭირდება, რომ საარჩევნო კამპანია სრულყოფილად ჩავატაროთ და ყველა ადამიანთან მივიტანოთ ჩვენი პროგრამა და სამომავლო გეგმები. ჩვენი პარტიის სტრატეგია 2017-სა და შემდეგ წლებში არის კიდევ უფრო გავზარდოთ მცირე თანხების შემომწირველთა რაოდენობა. შეგახსენებთ, ასევე რამდენიმე ოპოზიციური პარტიის მიერ 2017 წლის პირველ 6 თვეში მობილიზებულ თანხებს, რომელიც „ქართული ოცნების“ მიერ მოპოვებულ დაფინანსებას ბევრად აღემატება. ინფორმაცია ჩვენი პარტიის დაფინანსებისა და მისი ხარჯვის შესახებ გამჭვირვალე და საჯაროა“, - განაცხადა თალკვაძემ.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, 2017 წლის აგვისტოში პოლიტიკურ პარტიებს შორის ყველაზე მეტი შემოწირულობა „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო - 4,555,993.00 ლარი. შემოწირულობების მხრივ მეორე ადგილი დაიკავა „ევროპულმა საქართველომ“ 287,440 ლარით, მას მოჰყვება თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი - მან გასულ თვეში შემოწირულების სახით 9.770 ლარი მიიღო.
სულ პარტიებისა და დამოუკიდებელი კანდიდატების მიერ მიღებულმა შემოწირულობებმა (როგორც ფულადმა, ასევე არაფულადმა და საწევრო შენატანებმა) 4,869,215.92 ლარი შეადგინა.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


