პოლიტიკა
ბევრი ფრანგი ჩამოდის, რაც საკმაოდ ბუნებრივია, რადგან სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის მოქალაქე იყო - საფრანგეთის ელჩი საქართველოში
საქართველოში საფრანგეთის ელჩის, პასკალ მენიეს განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასასწრებად ბევრი ფრანგი ჩამოდის, რადგან სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის მოქალაქე იყო.
მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილმა უარი თქვა საფრანგეთის მოქალაქეობაზე, მაგრამ მას იქ ბევრი მეგობარი ჰყავს.
„ბევრი ფრანგი ჩამოდის, რაც საკმაოდ ბუნებრივია, რადგან სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის მოქალაქე იყო. მან უარი თქვა მოქალაქეობაზე და ეს მაშინ საფრანგეთის ოფიციალურ გაზეთში გამოქვეყნდა, თუმცა მას საფრანგეთში ბევრი მეგობარი ჰყავს. ასე რომ ვფიქრობ, ეს ჩვენთვის და საქართველოსთვის კარგი საშუალებაა, რადგან საერთაშორისო მასშტაბით მეტ ყურადღებას მოიზიდავს“, – განაცხადა მენიემ.
მისი თქმით, ინაუგურაციაზე დასასწრებად საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი საქართველოში ხვალ ჩამოვა.
„მოხარული ვარ, რომ ჩვენმა პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გადაწყვიტა, საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციაზე საფრანგეთის წარმომადგენელი ნიკოლა სარკოზი ყოფილიყო. როგორც იცით, სარკოზიმ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა 2008 წელს, ის იყო ევროკავშირის თავმჯდომარე და ძალიან აქტიური იყო იმ გამოსავლების ძიებაში, რაც რუსეთსა და საქართველოს შორის იმ საშინელ მომენტში ცეცხლის სწრაფად შეწყვეტას მოემსახურებოდა.
ის ხვალ ჩამოვა, დელეგაციაში სხვა ყოფილი მინისტრიც გვყავს, რომელიც საქართველოში რამდენიმე კვირის წინ ჩამოვიდა, რადგან როგორც იცით, ჩვენ საქართველოს საპენსიო ფონდის რეფორმის თანადამფინანსებლები ვართ და ის ამ კუთხით ფრანგული გამოცდილების გასაზიარებლად ჩამოვიდა“, – განაცხადა საქართველოში საფრანგეთის ელჩმა.
ახლად არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია ერეკლე მეფის სასახლეში 16 დეკემბერს, 15 :00 საათზე დაიწყება და 40 წუთი გაგრძელდება.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


