სამართალი
ბესიკ ხარძიანის მკვლელობაში ბრალდებულებს 19-წლიანი პატირმობა მიუსაჯეს
ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის მკვლელობაში ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ სცნო.
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი დარახველიძემ დღევანდელ სხდომაზე გამოაცხადა. კერძოდ, ბესიკ ხარძიანის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ ფარიდ გურბანოვს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა, ასევე ბრალდებულ ოლეგ დოევს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
განაჩენის გამოცხადებას ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის ოჯახის წევრებიც ესწრებოდნენ.
ცნობისათვის, ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანს თბილისში საკუთარ სადარბაზოში 2015 წლის 28 მარტს ესროლეს. მიყენებული ჭრილობების შედეგად ის საავადმყოფოში გარდაიცვალა. მთავარმა პროკურატურამ ბიზნესმენის მკვლელობის საქმე გახსნილად 2016 წლის იანვარში გამოაცხადა. ხარძიანის მკვლელობაში ბრალი ფარიდ გურბანოვსა და ოლეგ დოევს წაუყენეს, რომლებზეც ძებნაა გამოცხადებული, ვინაიდან მათ საქართველოს ტერიტორია მკვლელობის დღესვე დატოვეს.
ბიზნესმენი ბესიკ ხარძიანი გარდაცვალებამდე 2011 წლის თებერვალში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს და პატიმრობიდან 2012 წლის დეკემბერში გათავისუფლდა. ხარძიანი ამტკიცებდა, რომ ამ პერიოდში მას კუს ტბის წილები ზეწოლით დაათმობინეს და მის დასაბრუნებლად სასამართლო განხილვები დღემდე გრძელდება.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


