პოლიტიკა
ბესელიას არ ვენდობი, მადანაშაულებს, რომ ჩემი შვილის სულით ვმანიპულირებ - ზაზა სარალიძე
ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე აღნიშნული მკვლელობის შესასწავლად შექმნილი დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელ სერგი კაპანაძეს ხვდება.
როგორც სარალიძემ აღნიშნა, 17-კაციანი კომისიიდან ის მხოლოდ უმრავლესობის წევრ, ეკა ბესელიას არ ენდობა.
„ბესელიას რატომ არ ვენდობი? „რუსთავი 2“-ზე კადრები გადაახვიეთ და მიხვდებით. ადამიანი, რომელიც მადანაშაულებს იმაში, რომ თითქოს რომელიმე პოლიტიკურ პარტიას მივეცი საშუალება, ჩემი შვილის სულით მანიპულირებდეს, ამ ადამიანს არ ვენდობი. კომისიას იმ ნაწილში ვენდობი, რომ აუცილებლად გამოააშკარავებენ პირებს, ვინც ეს საქმე გააყალბა და შეთითხნა“, – განმარტა სარალიძემ.
სარალიძემ ბესელიას აცილება მოითხოვა.
მან ასევე დასძინა, რომ იმედი ჰქონდა, რომ გუშინ მირზა სუბელიანს დააკავებდნენ. სარალიძის თქმით, 9-საათიანი დაკითხვა არ იყო საჭირო და უბრალოდ სუბელიანსა და შსს-ს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობდა.
„თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ გუშინ ამ კაცის დაკითხვას ცხრა საათი სჭირდებოდა? მე არ მგონია, რომ ეს იქ დასაკითხად ყოფილიყო. ალბათ, მოლაპარაკება მიდიოდა იმასთან დაკავშირებით, დაეკავებინათ თუ არა. პირველი დაკითხვაა გრძელვადიანი და შემდეგ ინფორმაციების დაზუსტებებია. მერე ერთი ან ორი საათი შეიძლებოდა დაკითხვა“, – თქვა სარალიძემ.
სარალიძის თქმით, ის კომისიას მის ხელთ არსებულ ყველა ინფორმაციას მიაწვდის. გარდა ამისა, მან ახსნა, რომ გუშინდელ შეხვედრაზე სერგი კაპანაძესთან ზოგადად ისაუბრა, დღეს კი დეტალურ ინფრომაციას მიაწვდის.
სარალიძემ ისაუბრა პრემიერისთვის წაყენებულ ულტიმატუმზე. მისი თქმით, თუ 10 ივნისამდე მისი შვილის მკვლელობასა და დანაშაულის დაფარვაში მონაწილე პირებს არ დააკავებენ, აქციები ჩვეულებრივად გაგრძელდება.
„ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ იმ პირებს გამოააშკარავებენ, ვინც ეს საქმე შეკერა. 10 ივნისამდე კონკრეტულ ნაბიჯებს ველოდები. შოთაძე , იმ დღესვე ვამბობდი, რომ დასაკავებელი იყო და ფაქტია, რომ არ დაუკავებიათ.
გამოძიების შედეგები ძალიან კარგად ვიცი. ჩემი გეგმები კარგად იცით. 10 ივნისამდე მივეცი ვადა, კონკრეტული პირები ჩამოვუთვალე, რომლის დაკავების აბსოლუტური საფუძველი გააჩნიათ. თუ არ დააკავებენ, აქციები ჩვეულებრივად გაგრძელდება, იმის მოთხოვნით, რომ სამართლიანობა აუცილებლად უნდა აღდგეს. 10 ივნისს აქციაზე, რა თქმა უნდა, ვიქნები, თუ კონკრეტულ ნაბიჯებს არ დავინახავთ“, – აღნიშნა სარალიძემ.
პარლამენტმა ხორავას ქუჩის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისია 6 ივნისს დაამტკიცა. კომისიის სხდომა დღეს 13:00 საათზეა დანიშნული.
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


