უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

24 იანვარი, 2018 14:15
font-size

ბექა წიქარიშვილს 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯეს

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლაშა თავართქილაძემ „თეთრი ხმაურის“ მოძრაობის წევრს, ბექა წიქარიშვილს 14 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

სასამართლო პროცესზე წიქარიშვილმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა აღიარა.

„ვადასტურებ ამ ქმედებას. ეს გამოწვეული იყო გიორგი გიორგანაშვილის მიმართ გამოტანილი განაჩენით. ამაღელვებელი იყო და მძიმე. სხვა მოლოდინი გვქონდა. სასამართლო დაეყრდნო ორი პოლიციელის ჩვენებებს. ყველას გვქონდა გამამართლებელი განაჩენის მოლოდინი. იმავე მოსამართლემ გაათავისუფლა გიორგანაშვილი, აღკვეთის ღონისძიება შეუცვალა და მოულოდნელად მოხდა ასეთი რამ. ვეთანხმები სამართალდარღვევის ოქმს“, – განაცხადა წიქარიშვილმა.

„თეთრი ხმაურის“ მოძრაობის წევრი მსახიობ თორნიკე ბზიავასთან ერთად გიორგი გიორგანაშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოცხადების შემდეგ მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს. სამართალდამცველთა ინფორმაციით, აქტივისტმა სასამართლოს შენობას პროტესტის ნიშნად აგური ესროლა.

წიქარიშვილს ბრალი წარუდგინეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის სამი მუხლით, რაც გულისხმობს ხულიგნობას, სხვისი ნივთის დაზიანებასა და სამართალდამცავებისადმი დაუმორჩილებლობას.

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი