უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

3 მაისი, 2017 15:10
font-size

ბექა შენგელიამ შეიძლება დღეს სხვა თქვას, ხვალ სხვა თქვას, მისი ფსიქიკური პრობლემებიდან გამომდინარე - ადვოკატი

ე.წ. კანიბალიზმის საქმეზე დღევანდელ სასამართლო პროცესზე ის გამომძიებლები დაიკითხნენ, რომლებმაც დანაშაული საქმეზე სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს.

სხდომა დახურულ რეჟიმში წარიმართა.

სხდომის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა, 76 წლის ლუბა ყოჩიაშვილის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში ერთ-ერთი ბრალდებულის, ბექა შენგელიას ინტერესების დამცველმა, იზო მახარაძემ.

,,ბექა შენგელიას პოზიციები ბრალთან მიმართებაში მისი ფსიქიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, მყარი არ არის,’’ - განაცხადა ადვოკატმა.

მისი თქმით, ბექა შენგელიამ ,,შეიძლება დღეს სხვა თქვას, ხვალ სხვა თქვას მისი ფსიქიკური პრობლემებიდან გამომდინარე’’.

მისი თქმით, ჯერ კიდევ ბევრი მოწმეა დასაკითხი და როდის იქნება განაჩენი, უცნობია.

საქმის პროკურორმა და დედის მკვლელობაში ბრალდებული ირმა ყოჩიაშვილის ადვოკატმა სასამართლო უკომენტაროდ დატოვეს.

ცნობისათვის: 76 წლის ლუბა ყოჩიაშვილი 2016 წლის ოქტომბერში ჯერ მოკლეს, შემდეგ კი დაწვეს.

ე.წ. კანიბალიზმის საქმე დანაშაულიდან 2 კვირაში, 4 ნოემბერს გახსნილად გამოცხადდა. საქმეზე დააკავეს მოკლულის შვილი, 19 წლის ირმა ყოჩიაშვილი და მისი მეგობარი ბექა შენგელია, რომლებსაც ბრალი განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაში ედებათ.

ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულია კიდევ ოთხი პირი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი.

ნინო ექვთიმიშვილი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი