პოლიტიკა
ბეჭდეთ ეგ ბილბორდები, აკარით, ფული ბევრი გაქვთ, პატარა, მაგრამ წვლილი მაინც შეგაქვთ მთლიანი შიდა პროდუქტის შექმნაში - გრიგოლ ვაშაძე ბანერებზე
გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა თბილისში გამოკრულ ბანერებზე საუბრისას განაცხადა, რომ ეს ვერ მოაგვარებს მოსახლეობის პრობლემებს.
„რა ბილბორდებიც არ უნდა გამოკიდონ თბილისში ან საქართველოში, ეს საქართველოს მოქალაქის ეკონომიკურ სიდუხჭირეს, სოციალურ გაჭირვებას და პოლიტიკურ სასოწარკვეთას ვერანაირად ვერ უშველის. ამ კამპანიის განმავლობაში ე.წ.„ ქართულმა ოცნებამ“ და მისმა მამამთავარმა ივანიშვილმა ვერ გაიგო მთავარი - ე.წ. „ქართული ოცნება“ გაერთიანებულ ოპოზიციას კი არ ებრძვის, გაერთიანებულ ოპოზიციასთან კი არ აგებს ამ კამპანიას, საქართველოს მოქალაქესთან აგებს.
ბეჭდეთ ეგ ბილბორდები, აკარით, ფული ბევრი გაქვთ, პატარა, მაგრამ წვლილი მაინც შეგაქვთ მთლიანი შიდა პროდუქტის შექმნაში“, - განაცხადა ვაშაძემ.
გუშინ თბილისში ახალი ბანერები გაჩნდა წარწერით „ არა ნაცებს! არა ბოროტებას!“ , რომლებზეც წითელ ფონზე არიან გამოსახული მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი, გრიგოლ ვაშაძე, ბაჩო ახალაია, ნიკა გვარამია, ზურაბ ადეიშვილი და სხვები.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


