პოლიტიკა
ბავშვები სკოლებში არ უნდა შიმშილობდნენ, სრულად შესაძლებელია თბილისის ბიუჯეტიდან გამოიყოს 100 მილიონი ლარი, რასაც ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ - ირაკლი კუპრაძე
სრულად შესაძლებელია, რომ თბილისის ბიუჯეტიდან სკოლებში უფასო კვებისთვის 100 მილიონი ლარი გამოიყოს და ამას ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოსა“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თბილისის მერობის კანდიდატმა, ირაკლი კუპრაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
„თითოეულ მშობელსა და მოსწავლეს ვულოცავ ახალი სასწავლო წლის დაწყებას, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს ის მნიშვნელოვანი პრობლემები, რომლებიც გავლენას ახდენს ჩვენს მომავალზე, ჩვენს შვილებზე და თბილისში, 200 ათას მოსწავლეზე. დღეს, ყველა კვლევის მიხედვით, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში, გამოაქვეყნა და ჩაატარა საერთაშორისო ავტორიტეტულმა ორგანიზაციებმა, ცხადია, რომ საქართველოში ბავშვთა შიმშილობა ერთ-ერთი ყველაზე მძიმე საკითხია. სკოლებში ყოველი მესამე და მეოთხე ბავშვი სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას მწვავე შიმშილობას განიცდის, რაც გავლენას ახდენს მათ შესაძლებლობებზე, მათ განვითარებაზე. ამაზე პასუხი კი, სახელმწიფოს ფიზიკურად არ აქვს. მათ არ აინტერესებთ ბავშვთა შიმშილი.
ბოლო წლების განმავლობაში გამოქვეყნებული PISA-ს კვლევის მიხედვით ცხადია, რომ 81 ქვეყანაში ჩატარებული კვლევებიდან, ქართველი მოსწავლეები იკავებენ ბოლო ადგილებს. კერძოდ, წაკითხულის გააზრებაში 66-ე ადგილს, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში მე-60 ადგილს, მათემატიკაში 66-ე ადგილს და ა.შ. ეს არის იმ მძიმე მდგომარეობის გამოვლინება, რაც არის ბავშვთა შიმშილობა სკოლებში. ჩვენ, ოპოზიციურმა კოალიციურმა პარტიებმა შევძელით ბავშვთა შიმშილობის გადაწყვეტა წალენჯიხაში მსგავსი პროექტით, სადაც სკოლებში უფასო კვების დანერგვა დავიწყეთ. ამით ვაგვარებთ ბავშვთა შიმშილობის პრობლემას სასწავლო დაწესებულებებში. დღეს, თბილისს სჭირდება სწორედ ასეთი მიდგომა. ბავშვები სკოლებში არ უნდა შიმშილობდნენ. სრულად შესაძლებელია თბილისის ბიუჯეტიდან გამოიყოს 100 მილიონი ლარი, რასაც ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ. თბილისში მცხოვრები 200 ათასი მოსწავლე მიიღებს ჯანსაღ კვებას სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას.
ჩვენ, მოქალაქეებს, თბილისის მოსახლეობას უნდა გვესმოდეს, რომ პრიორიტეტების სწორი გადანაწილება აუცილებელია. ეს არის ინვესტიცია ჩვენს მომავალში, შვილებში, რომელთა განვითარებაც შეუქცევადად უნდა იყოს მიმართული კეთილდღეობისკენ. მათი ჯანმრთელობა, განვითარება პრიორიტეტი უნდა იყოს. ჩვენი მთავარი დაპირებაა, რომ თბილისში 200 ათასი მოსწავლისთვის გამოვყოფთ 100 მილიონ ლარს, რათა სკოლებში უფასო კვება არსებობდეს“,- განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


