უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

4 თებერვალი, 2017 17:35
font-size

ბათუმში წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნისადმი დამოუმორჩილებლობის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს

ბათუმში, გვიან ღამით წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით, შვიდი პირი დააკავეს. თუმცა, თავად დაზარალებულები სამართალდამცველებს ცემაში სდებენ ბრალს.

ერთ-ერთი თვითმხილველის ვახტანგ ლომინაძის განცხადებით დაკავებისას პოლიციამ ბიჭებს ხელით შეეხო, ზოგიერთი კი, განყოფილებაში გადაყვანის დროს იქნა ნაცემი.„ჩემთვის ამოუცნობი ნივთი მომხვდა, შემდეგ, ბიჭების მიმართ იყო ხელის შეხება, ზოგი გარეთ გალახეს, ზოგი განყოფილებაში რომ გადაჰყავდათ მანქანაში. ყველა სხვადასხვა ადგილას გალახეს. წინააღმდეგობა არავის არ გაუწევია. ბიჭებს შორის მოხდა ელემენტარული შელაპარაკება, რის შედეგად ყველა ვაპირებდით სიტუაციის განეიტრალებას, ამის შედეგად მვიდნენ აგრესიით, შემდეგ ეს ყველაფერი მოხდა“,-აღნიშნა ვახტანგ ლომინაძემ.

იგვეზე საუბრობს ერთ-ერთი დაზარალებულის მამა ნიკა კეპუნიძე.

„განყოფილებაში რომ შევედი, რაზე არიან დაკავებულები მეთქი. წვრილმანი ხულიგნობისთვისო. მე ვუთხრაი თუ წვრილმანი ხულიგნობისთვის არიან დაკავებული, როგორც წესი და რიგი და კანონი ითვალისწინებს ისე მოიქეცით მეთქი. მე ვიცოდი, რომ გალახულები იყვნენ, ამიტომ ვუთხარი ეს. ხელი არ დააკაროთ და არ გალახოთ მეთქი“,-აღნიშნა ნიკა კეპუნიძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით კი, აღნიშნული პირები ერთ-ერთი რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, რის გამოც შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა პოლიცია.

უწყების განმარტებით, აღნიშნულმა პირებმა ადგილზე მისულ სამართალდამცავებს წინააღმდეგობა გაუწიეს და დაკავებულ იქნენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც წვრილმან ხულიგნობას და სამართალდამცავ ორგანოს თანამშრომლის მიერ კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებას გულისხმობს.

მონიკა დავლიანიძე

საკვანძო სიტყვები:

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი