საზოგადოება
ბათუმში SOLO Business-ის დისკუსიების სერიის პირველი ღონისძიება გაიმართა
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ბათუმში SOLO Business-ის დისკუსიების სერიის პირველი ღონისძიება გაიმართა, რომლის ფარგლებშიც საშუალო ბიზნესებმა, საქართველოს ბანკისა და გალტ & თაგარტის წარმომადგენლებთან ერთად, აჭარის ეკონომიკური ტენდენციები და ტურიზმის სექტორის განვითარების პერსპექტივები განიხილეს.
ღონისძიება ახალგახსნილ SOLO Lounge-ში გაიმართა და ბათუმში მოქმედი საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ტურიზმის სფეროში არსებული მიმდინარე ტენდენციების გაცნობას, ამასთანავე მონაწილეებს შორის გამოცდილებისა და პრაქტიკული ხედვების გაზიარებას ისახავდა მიზნად.
დისკუსიის ფარგლებში, Galt & Taggart-ის მთავარმა ეკონომისტმა, ლაშა ქავთარაძემ, წარადგინა პრეზენტაცია თემაზე „ეკონომიკის მიმოხილვა“, ხოლო Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის ტურიზმის მიმართულების ხელმძღვანელმა, თათია მამრიკიშვილმა, მონაწილეებს აჭარაში ტურიზმის განვითარების ძირითადი ტენდენციები და პერსპექტივები გააცნო. ღონისძიებას მოდერაციას უწევდა გიორგი ისაკაძე, BMG-ის გენერალური პროდიუსერი.
„SOLO Business-ის დისკუსიების სერია მიზნად ისახავს ბიზნესებისთვის ისეთი სივრცის შექმნას, სადაც მათ ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ სიღრმისეული ანალიტიკა, გაეცნონ დარგობრივ ტენდენციებს და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარების გზით, უკეთ მოემზადონ ახალი შესაძლებლობებისთვის. გვჯერა, რომ მსგავსი შეხვედრები ხელს შეუწყობს ბიზნესის მდგრად განვითარებას”, - განაცხადა თორნიკე კუპრაშვილმა, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა.
SOLO Business-ის ნეთქვორქინგ სესიები სამ თვეში ერთხელ გაიმართება და Galt & Taggart-ის კვლევებზე დაყრდნობით, ექსპერტებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლების ჩართულობით, სხვადასხვა დარგის განვითარების შესაძლებლობების განხილვას დაეთმობა. მომდევნო შეხვედრაზე სამშენებლო მასალების სექტორის საჭიროებები განიხილება.
Solo Business-ის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


