სამართალი
ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ ოთხ პირს პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას გაუფორმებს
ბათუმის 11-12 მარტის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ ოთხ პირს პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას გაუფორმებს, - განაცხადა დაკავებული მინდია ბერიძის ადვოკატმა, დავით ჯაფარიძემ.
ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს საპროცესო შეთანხმება ერთწლიანი პატიმრობის პირობით გაუფორმდება.
„ჩემი ინფორმაციით, 4 პირთან გაფორმდება საპროცესო შეთანხმება. თუმცა, ვისთან და რა პირობით ამის შესახებ ჯერ ვერაფერს გეტყვით. დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ მინდია ბერიძესთან საპროცესო შეთანხმება მიღწეულია. მას ერთწლიანი პატიმრობა გაუფორმდება. ასევე ვიცი, რომ დაკავებულ ქენქაძეს 6 თვიან პატიმრობაზე შეუთანხმდნენ. როგორც აღმოჩნდა, ეს პირი აქციაზე არც კი იმყოფებოდა", - განაცხადა დავით ჯაფარიძემ.
ცნობისათვის, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, წინასწარ პატიმრობაში 20 პირი იმყოფება.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


