სამართალი
ბათუმის მოვლენებისთვის დაკავებული 9 პირის სასამართლო პროცესი 21 ივნისისთვის გადაიდო
ბათუმის 11-12 მარტის მოვლენებისთვის დაკავებული 9 პირის სასამართლო პროცესი 21 ივნისისთვის გადაიდო.
დღევანდელ პროცესზე, პროკურატურის მიერ წარმოდგენილ მოწმეებს მოუსმინეს და საქმის გამომძიებელი დაიკითხნენ.
სხდომას საკუთარი განცხადების საფუძველზე ორი დაკავებული კახა მახარაძე და აკაკი კვაჭაძე არ დაესწრნენ.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ პროკურატურა თანახმაა, ბრალდებულებს საპროცესო შეთანხმება შესთავაზოს, თუ ისინი 2-წლიან პატიმრობასა და სამ წლიან პირობით სასჯელს დათანხმდებიან. ახლობლები და ადვოკატები პროკურატურის შეთავაზებას არ თანხმდებიან, რადგან მას უსამართლოდ მიიჩნევენ.
ცნობისათვის, დაკავებულებს გამოძიება მასობრივ არეულობაში მონაწილეობასა და პოლიციელებზე თავდასხმას ედავება. სულ დაკავებულია 20 პირი, აქედან ორი მერაბ ღოღობერიძე და ირაკლი ჩხვირკვია ორგანიზების ბრალდებით პატიმრობაში არიან.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


