სამართალი
„ბათუმის მაგნოლიის“ ეპიზოდზე დაცვის მხარემ ორი მოწმე დაკითხა და ისინი თავს დაზარალებულად არ ცნობენ - მარინა ცუცქირიძე
სამშენებლო კომპანია ცენტრ პოინტის საქმის ბათუმის „თეთრი მაგნოლიის“ ეპიზოდზე, დაცვის მხარის ორი მოწმე დაიკითხა, რომლებიც „მაგნოლიის“ მობინადრეები არიან.
მოწმეებმა დაადასტურეს, რომ მათ პროკურატურისთვის არ მიუმართავთ და თავს დაზარალებულებად არ ცნობენ.
პროცესზე ადვოკატმა წერილობითი მტკიცებულებებიც გამოიკვლია.
როგორც მაია რჩეულშვილის ადვოკატმა მარინა ცუცქირიძემ პროცესის დასრულების შემდეგ მედიას განუცხადა, ორივე მოწმეს საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში და სარგბელობაშიც აქვთ მიღებული.
„ორივე მოწმემ დაადასტურა, რომ მათ პროკურატურისთვის არასდროს არ მიუმართავთ, ისინი თავს დაზარალებულად არ ცნობენ. მათ მიღებული აქვთ საკუთრებაშიც და სარგებლობაშიც აღნიშნული ფართები“,-განაცხადა ცუცქირიძემ.
საქმის პროკურორების მტკიცებით კი, დაცვის მხარის მიერ წარდგენილი მოწმეებთაგან ერთ-ერთ დაზარალებული იმიტომ არ არის, რომ ფართი სკუთრებაში 2012 წელს აქვს მიღებული, ხოლო მიმდინარე პროცესი 2009 წელს შეეხება.
„დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ ორი მოწმე დაკითხა. ამ მოწმეთაგან ერთ-ერთი საერთოდ დაზარლებული არ არის და მას შეძენილი აქვს ფართი 2012 წელს, ბრალდების მხარე კი ბრალდებულებს ედავება 2009 წელს ჩადენილ დანაშაულებებს, შესაბამისად, ამ მოწმემ ფაქტობრივი გარემოებები ვერანაირად ვერ დაადასტურა“,-განაცხადა დავით გუმბერიძემ.
„ბათუმის მაგნოლიის“ ეპიზოდზე ბრალდებულები არიან მაია რჩეულშვილი, გურამ რჩეულიშვილი და ირაკლი მინდელი.
მაია და გურამ რჩეულიშვილებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული, ხოლო ირაკლი მინდელი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


