სამართალი
„ბათუმის მაგნოლიის“ ეპიზოდის განხილვა დაცვის მხარის მოთხოვნით გადაიდო
სამშენებლო კომპანია ცენტრ პოინტის „ბათუმის მაგნოლიის“ ეპიზოდზე თბილისის საქალაქო სასამართლოში დაცვის მხარის მოწმეების დაკითხვა დღეს უნდა გაგრძელებულიყო.
დაცვის მხარე გეგმავდა იმ ადამიანების დაკითხვას, რომლებიც „ბათუმის მაგნოლიაში“ უკვე ცხოვრობენ.
თუმცა, პროცესი ადვოკატის ქეთი ჩომახაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაიდო.
როგორც მოსამართლე მაია შოშიაშვილმა განაცხადა, პროცესი 13 აპრილს გაგრძელდება.
ამასთან, საქმეზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა, გურამ რჩეულიშვილმა მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართა, რომ პროცესები ორი კვირით გადაიდოს.
„ორი კვირით ვითხოვ სხდომის გადადებას ორი მიზეზის გამო. პირველი, რომ მამაჩემი მართლა ძალიან ცუდადაა და მისახედი მყავს და მეორე, საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე უნდა ვიმუშაო და დრო მჭირდება. მოსამართლეს მივმართე, რომ ორი კვირა მომცეს. ჩემს ადვოკატს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, ფეხმძიმედაა და საბუთიც აქვს შესაბამისი. ზეგ აუცილებლად იქნება ადვოკატი და ასევე იქნებიან მოწმეებიც", - განაცხადა გურამ რჩეულიშვილმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


