საზოგადოება
ბათუმის აეროპორტში ავიამიმოსვლა აღდგა - ტავ ჯორჯია
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ფრენები განახლდა. ალექსანდრე ქართველის სახელობის აეროპორტიდან უკვე გაფრინდა პირველი რეისი თელ-ავივის მიმართულებით და დღეს, 26 თებერვალს კიდევ 12 საერთაშორისო რეისია დაგეგმილი.
მეტეოროლოგიური პირობების გამო ავიაკომპანიებს 2 დღის განმავლობაში ბათუმის აეროპორტში ფრენა შეჩერებული ჰქონდათ. თუმცა, ამის მიუხედავად, ტავ ჯორჯია აეროდრომის ხელოვნურ საფარს მუდმივ რეჟიმში ასუფთავებდა თოვლისგან და ამუშავებდა სპეციალური საშუალებებით, რათა აეროპორტი ნებისმიერ მომენტში ყოფილიყო მზად საჰაერო ხომალდის მისაღებად.
ავიაკომპანიებმა მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, ფრენების აღდგენის გადაწყვეტილება გასულ ღამეს მიიღეს.
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


