უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

22 მარტი, 2019 14:33
font-size

ბატონი ივანიშვილი თავს დაესხა ომეგა ჯგუფს - ფადი ასლი

ბიძინა ივანიშვილი ქვეყანაში ბიზნესის და საინვესტიციო კლიმატის ნომერ პირველ ვალდებულებად და დაბრკოლებად გადაიქცა, - ამის შესახებ აღნიშნულია ღია წერილში, რომელითაც საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნული კომიტეტის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე ფადი ასლი საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს მიმართავს.

ფადი ასლის თქმით, ქვეყანას ორი ძალაუფლება მართავს: ოფიციალური, მაგრამ ძალის არმქონე ხელისუფლება, რომელსაც ზოგიერთი სახელმწიფო მოხელე და მათი გუნდი წარმოადგენს, რომელთაც ესმით, როგორ უნდა იმართოს ქვეყანა და არაოფიციალური, მაგრამ რეალური ძალა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი წარმოადგენს და რომელიც საკუთარი, არადეკლარირებული დღის წესრიგის მიხედვით მოქმედებს, რათა არ დაუშვას ქვეყანაში უცხოელი ინვესტორების შემოსვლა, არამედ საკუთარი საცეცებით გადაფაროს მსხვილი ბიზნესები, ჩამოიცილოს საქმიანი ხალხი, რომელიც მას არ მოსწონს.

“2018 წლის შემოდგომაზე ბატონი ივანიშვილი ტელევიზიით გამოვიდა და ტრაბახობდა, რომ 2017 წელს ფილიპ მორისისა და ბრიტანულ-ამერიკულ თამბაქოს პრობლემების უკან სწორედ იგი იდგა; ეს საქართველოს საერთაშორისო ავტორიტეტს ძალზე ძვირი დაუჯდა და ქვეყანა წლებით უკან დახია. ბიძინა ივანიშვილი იძულებული გახდა უარი ეთქვა თავის გეგმებზე საერთაშორისო ზეწოლის გამო, რაც მისი ქმედებების შედეგად საქართველოს სასამართლო სისტემის რღვევის დაწყებას მოჰყვა.

ბატონი ივანიშვილი თავს დაესხა ომეგა ჯგუფს; ეს გახლდათ ადამიანის უფლებების წინააღმდეგ მიმართული საზარელი დანაშაული, კოლექტიური დასჯის უნიკალური შემთხვევა, სადაც იგი აზარალებდა 1500-მდე თანამშრომელსა და მათი ოჯახის წევრებს. ადამიანის უფლებათა 2018 წლის ანგარიშში, რომელიც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ იქნა გამოცემული, 4–ე თავი მკაფიოდ აღნიშნავს ომეგას მთელ საგას ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას,” - აღნიშნულია წერილში.

ფადი ასლი ამბობს, რომ თუ “ომეგა ჯგუფს” არ მიეცემა შესაძლებლობა განაგრძოს თავისი საქმიანობა ჩვეულ რეჟიმში, ის მსოფლიო მასშტაბით ოფიციალურად გააფრთხილებს ICC-ის ყველა ეროვნული კომიტეტს აგრესიული თავდასხმების, ზეწოლისა და შანტაჟის შესახებ.

საკვანძო სიტყვები:

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი