პოლიტიკა
ბატონ მარგველაშვილს პრეზიდენტობის სულ რაღაც 3 თვე რჩება, იმპიჩმენტზე საუბარი ღიმილის მომგვრელია - ანრი ოხანაშვილი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი გამოეხმაურა პრეზიდენტის პოლიტიკური მრჩევლის, ფიქრია ჩიხრაძის განცხადებას, რომელმაც პარლამენტის თავმჯდომარეს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურების დაწყებისკენ მოუწოდა.
ოხანაშვილის შეფასებით, პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე 3 თვით ადრე იმპიჩმენტზე საუბარი „ღიმილის მომგვრელია“.
„ჩვენმა საზოგადოებამ ორი დღის წინ იხილა ძალიან არასასიამოვნო სცენა სახელწოდებით - პრეზიდენტის გაქცევა საქართველოს პარლამენტიდან. მეორე დღეს ის დებატებს გაექცა.
მაშინ როდესაც ბატონ მარგველაშვილს პრეზიდენტობის სულ რაღაც 3 თვე რჩება, იმპიჩმენტზე საუბარი ღიმილის მომგვრელია. თუმცა, ასეთი შოუთი ის უკვე მესამედ ცდილობს გაქცევას, ამჯერად უკვე პრეზიდენტობიდან. თან გვეუბნება, ჩემით არ მინდა გაქცევა, თქვენ გამიშვითო.
იმპიჩმენტთან დაკავშირებით ახალი შოუ ფიქრია ჩიხრაძის შუამავალობით პრეზიდენტის ფუნქციაში ნამდვილად არ შედის. უკაცრავად, მაგრამ, ჩვენ ამ შოუში მონაწილეობას ვერ მივიღებთ“, - განაცხადა დეპუტატმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


