პოლიტიკა
ბაქო-სუფსის მილსადენი შეფერხებების გარეშე იმუშავებს - ქეთევან ციხელაშვილი
ბაქო-სუფსის მილსადენი შეფერხებების გარეშე იმუშავებს - განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა საოკუპაციო ხაზთან მილსადენის გარკვეული მონაკვეთის ე.წ. საზღვრის მიღმა აღმოჩენის კომენტირებისას.
მისი თქმით, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გარკვეული მონაკვეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვედრის მიუხედავად, ნავთობსადენს პრობლემა არ შეექმნას. მისი თქმით, ამ პროცესში საერთაშორისო პარტნიორების ინტერესიც არის.
„ეს არ არის ახალი მოვლენა, შესაბამისად, ყველა განხილვა ამასთან დაკავშირებით არის უკვე გაკეთებული, ჩატარებული და რა თქმა უნდა, ჩვენთვის არის აბსოლუტური პრიორიტეტი, რომ მილსადენმა იმუშაოს შეფერხებების გარეშე. ეს ასე ხდება და მომავალში გაგრძელდება. იქ მრავალმხრივი ინტერესია, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიულ ობიექტი და ბუნებრივია, სახელმწიფო ყველა ღონისძიებას მიმართავს იმისათვის, რომ უსაფრთხოება იქნას დაცული და ეს ასე იმუშავებს“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


