სამართალი
ბანმა თხარა თხარაო, კობა გამოთხარაო - პაატა ბურჭულაძის კობა დავითაშვილის წინააღმდეგ საქმის არსებითი განხილვა 11 დეკემბერს ჩაინიშნა
საჯარო ცილისწამებისთვის პაატა ბურჭულაძემ კობა დავითაშვილს სასამართლოში უჩივლა. საქმის არსებითი განხილვა 11 დეკემბერს ჩაინიშნა. დღევანდელ სხდომაზე მხარეებმა მხოლოდ პოზიციები დააფიქსირეს და მტკიცებულებები წარადგინეს.
საქმე ეხება 17 ივლისს ერთ-ერთ ტელეკომპანიაში გასულ მასალას, სადაც დავითაშვილმა ბურჭულაძე ფონდ „იავნანას“ საქველმოქმედო თანხის მითვისებაში დაადანაშაულა.
ბურჭულაძემ დავითაშვილისგან განცხადების უარყოფა და მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 25 000 ლარის გადახდა მოითხოვა.
კობა დავითაშვილის განცხადებით, გაურკვეველია, რატომ აირჩია ბურჭულაძემ მოპასუხე მხარედ ის და არა ფონდის საქმიანობაზე გადაღებული ფილმის ავტორი.
„რატომ ჩათვალა ბატონმა პაატა ბურჭულაძემ, რომ კობა დავითაშვილია დაბალი ღობე და მას უნდა უჩივლოს, როდესაც ვახტანგ კომახიძე იმ ფილმების ავტორი, რომელსაც მეც ვეყრდნობი ჩემს განცხადებებში, რომელიც ადასტურებს, რომ ბატონმა პაატამ ბავშვების ფული მიითვისა, იხვეწება, რომ ბატონო პაატა, დავსხდეთ, ჩვენ გვქონდეს დებატები, მე მიჩივლეთ. ამის მიუხედავად, ბატონმა პაატამ ჩათვალა, რომ ამ საქმეზე მოპასუხე უნდა იყოს კობა დავითაშვილი. რა გაეწყობა, ბანმა თხარა თხარაო, კობა გამოთხარაო, ასეა მისი საქმე“,- განაცხადა დავითაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


