უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

22 ნოემბერი, 2018 16:55
font-size

ბანკი „ქართუ“ ზაზა ოქუაშვილს პასუხობს

ბანკი „ქართუ“ „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილის გუშინდელ განცხადებას ეხმიანება.

„ქართუ“ თავის განცხადებაში „რუსთავი 2“-ს და ოქუაშვილს ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მზადაა, თითოეული გადარიცხვის შესახებ გამოაქვეყნოს ზუსტი ინფორმაცია.

,,გვსურს, გამოვეხმაუროთ რუსთავი 2-ის და ზაზა ოქუაშვილის მიერ გავრცელებულ მორიგ ცრუ ინფორმაციას „ქართუ“ ბანკთან დაკავშირებით.

"ომეგა“ ჯგუფი „ქართუს“ მნიშვნელოვანი მსესხებელი იმ პერიოდიდან გახდა, როცა წინა ხელისუფლებამ დაარბია „ომეგა ჯგუფი“ და დახურა ტელეკომპანია იბერია. ბანკი „ქართუ“ აღმოჩნდა ერთადერთი საფინანსო ორგანიზაცია, რომელიც გვერდით დაუდგა „ომეგა ჯგუფს“ და მისცა სოლიდური კრედიტი.

რაც შეეხება ზაზა ოქუაშვილის მიერ გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას:

საუბარია სესხზე, რომელიც „ომეგა“ ჯგუფმა „ქართუ” ბანკისგან სათანადო ქონების უზრუნველყოფით წლების წინ აიღო, როდესაც „ომეგა“ ჯგუფს მრავალმილიონიანი დავალიანება წარმოექმნა თავის ერთ-ერთ კონტრაქტორთან. ვინაიდან „ომეგა“ სესხს გრაფიკის შესაბამისად ემსახურებოდა, სრულიად სტანდარტულად, მას არსებული საკრედიტო ლიმიტის და უზრუნველყოფის ფარგლებში მიეცა თანხა.

გარდა ამისა, საზოგადოებამ უნდა იცოდეს რომ „ომეგა“ ჯგუფის მენეჯერებმა თანხის მოთხოვნით „ქართუს“ რამდენიმე თვის წინ მიმართეს და ბანკისგან მიიღეს გარანტია, რომ ინკასოს მოხსნის შემთხვევაში, თანხას მისცემდნენ, ვინაიდან ბანკი პირველ რიგში დაინტერესებულია კლიენტი იყოს გადამხდელუნარიანი და არ მოუწიოს უზრუნველყოფაში არსებული აქტივების რეალიზაცია.

ასევე, გვსურს საჯაროდ მივმართოთ ომეგა ჯგუფის მენეჯმენტს! მიუხედავად მათგან გავრცელებული დეზინფორმაციისა, ჩვენ ვიცავთ ყველა კლიენტის, მათ შორის „ომეგა“ ჯგუფის კონფიდენციალურობას და არ ვავრცელებთ ინფორმაციას კონკრეტული თარიღების და ფინანსური ოპერაციების შესახებ. თუმცა, თუ ისინი საჯაროდ განაცხადებენ თანხმობას ამ ინფორმაცის გასაჯაროების შესახებ, ჩვენ მზად ვართ თითოეული გადარიცხვის შესახებ გამოვაქვეყნოთ ზუსტი ინფორმაცია.

მოვუწოდებთ ზაზა ოქუაშვილს და პოლიტიკურად ანგაჟირებულ ძალებს, თავი შეიკავონ ბანკი „ქართუს“ მიმართ დეზინფორმაციის გავრცელებისაგან და ნუ შეეცდებიან ბანკის სახელი და კანონიერი ქმედებები პოლიტიკური სპეკულაციებისთვის გამოიყენონ“, - ნათქვამია განცხადებაში.

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი