პოლიტიკა
ბანერებს „ქართულ ოცნებასთან“ არანაირი კავშირი არ აქვს - კახა კალაძე
„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის კახა კალაძის მტკიცებით, მმართველ გუნდს თბილისში გამოკრულ აგრესიული შინაარსის მქონე ბანერებთან კავშირი არ აქვს.
მისი თქმით, ეს წინა ხელისუფლების დროს რეპრესირებული პირების დამონტაჟებულია.
„გასაკვირია, რომ ამ კითხვას სვამს „რუსთავი 2“. ზოგადად, რომ საუბრობთ აგრესიაზე. ძალიან გასაკვირია ჩემთვის, მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში თქვენი სარედაქციო პოლიტიკა სამწუხაროდ, დაფუძნებული იყო სიცრუეზე, ბოროტებაზე.
თვითონ ბანერებს რაც შეეხება, მას პარტია "ქართულ ოცნებასთან" არანაირი კავშირი არ აქვს. ეს არის კონკრეტული ბიზნესმენების მხრიდან გაკეთებული. გაკეთებულია მათი მხრიდან, ეს არიან ადამიანები, რომლებიც მოჰყვა რეპრესიებში "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის დროს“,-განაცხადა კალაძემ.
გუშინ თბილისში ახალი ბანერები გაჩნდა წარწერით „ არა ნაცებს! არა ბოროტებას!“ , რომლებზეც წითელ არიან გამოსახული მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი, ბაჩო ახალაია, ნიკა გვარამია, ზურაბ ადეიშვილი და სხვები.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


