უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

10 მარტი, 2025 09:51
font-size

„ბაკურიანი 2025“-ის თემაზე საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ვერცხლის მონეტის რეალიზაცია 10:00 საათიდან დაიწყება

საქართველოს ეროვნული ბანკი ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის „ბაკურიანი 2025“ თემაზე საკოლექციო დანიშნულების მონეტის რეალიზაციას იწყებს, - ამის შესახებ ინფორმაციას ერონული ბანკი ავრცელებს.

"მონეტების რეალიზაცია 2025 წლის 10 მარტს 10:00 საათიდან ელექტრონული პლატფორმის - www.tkt.ge და საქართველოს ეროვნული ბანკის სალაროებიდან მოხდება შემდეგი პირობებით:

- www.tkt.ge პლატფორმაზე მონეტების შეძენა რეალიზაციის დაწყებიდან პირველი 3 დღის განმავლობაში იქნება შესაძლებელი. Tkt.ge=ის პლატფორმიდან მონეტის შეძენის შემთხვევაში სარეალიზაციო ღირებულებას დაემატება:

- მიწოდების ღირებულება - თბილისის შემთხვევაში 7 ლარი, რეგიონების შემთხვევაში 20 ლარი;

- დაზღვევის ღირებულება - მონეტის სარეალიზაციო ფასის 0.4% (0.44 ლარი);

- ვებგვერდის მომსახურების საკომისიო - მონეტის სარეალიზაციო ფასის 6% (6.60 ლარი).

მონეტისშეძენასთანდაკავშირებულნებისმიერსაკითხზესაკონტაქტოინფორმაცია: ელ. ფოსტა: support@tkt.ge, ტელ: 032 2 19 55 77.

- ეროვნული ბანკის საკასო ცენტრისა და ყვარლის ფულის მუზეუმის სალაროებიდან მონეტის შეძენა შესაძლებელი იქნება შემდეგ მისამართებზე:

საკასო ცენტრი - მისამართი: ქ. თბილისი, იასონ ლორთქიფანიძის ქ. 2 (კახეთის გზატკეცილი 72), სამუშაო საათები ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-17:00, შესვენება 13:00-14:00;

ყვარლის ფულის მუზეუმი - მისამართი: ქ. ყვარელი, შოთა რუსთაველის ქ. 10, სამუშაო საათები ხუთშაბათიდან ორშაბათის ჩათვლით 10:00-17:00, შესვენება 13:00-14:00;

სალაროშიმონეტისშესაძენადმომხმარებელმათანუნდაიქონიოსპირადობისდამადასტურებელისაბუთი.

- 2025 წლის 13 მარტიდან, მონეტის სარეალიზაციო მარაგის არსებობის შემთვევაში, მისი რეალიზაცია სალაროების პარალელურად, გაგრძელდება სებ-ის ფულის მუზეუმის ინტერნეტ მაღაზიიდანაც https://moneymuseum.nbg.gov.ge/

იმისათვის, რომ მონეტის შეძენა შეძლოს მაქსიმალურად ბევრმა დაინტერესებულმა პირმა, რეალიზაციის დაწყებიდან პირველი 5 დღის განმავლობაში მონეტა ლიმიტირებულად გაიყიდება, ერთ მომხმარებელს შეეძლება შეიძინოს მხოლოდ ერთი ცალი მონეტა. შეზღუდვა ვრცელდება ყველა ოფიციალურ სარეალიზაციო არხზე ერთობლივად და ეროვნული ბანკი თითო მომხმარებელზე გასცემს მის მიერ ამ პერიოდში შეძენილ მხოლოდ ერთ ცალ მონეტას.

მონეტის სარეალიზაციო ფასი 110 ლარია.

მონეტის დიზაინის ესკიზი „ბაკურიანი 2025“ საორგანიზაციო კომიტეტთან თანამშრომლობით მომზადდა, ხოლო მონეტები პოლონეთის ზარაფხანაში 5,000-იანი ტირაჟით მოიჭრა", - ნათქვამია ინფორმაციაში.

მონეტის დეტალური აღწერა

TKT.GE მეშვეობით მონეტის შეძენისას გასათვალისწინებელი ინფორმაცია

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი