პოლიტიკა
ბაია პატარაიამ სახალხო დამცველის კანდიდატთან დაკავშირებული სკანდალის გამო საზმაუს კონკურსს გამოეთიშა
უფლებადამცველი ბაია პატარაია საზოგადოებრივი მაუწყებლის კონკურს გამოეთიშა. აღნიშნული გადაწყვეტილება უკავშირდება ქალთა მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომლის მიხედვით, სახალხო დამცველის მიერ დასახელებულ ბორდის წევრობის კანდიდატ ზვიად დევდარიანს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ, რის გამოც დევდარიანის კანდიდატურა უნდა იყოს გამოთხოვილი.
„ორი დღეა ჩემი მეგობარი სექსუალურ შევიწროებაში ამხილეს.
და ორი დღეა მე ვუყურებ ჩემ სამსჯავროს:
დადგები თუ არა მსხვერპლი ქალის გვერდით?
აიღებ თუ არა სამართლიანობის ხმალს ხელში და თავს შუაზე გაუჩეხავ შენ მეგობარს?
შე, ორტრაკავ, და კლანის წევრო, უღალატებ თუ არა შენ პრინციპებს?
უღალატებ თუ არა მსხვერპლ ქალს შენი მეგობრის გამო?
და გიყურებს ათასი თვალი
და ითხოვენ, რომ შენ შენი სოციალური როლი შეასრულო;
ან არა და გამოემშვიდობო მიუკერძოებელი და პრინციპული პროფესიონალის სტატუსს.
და არ აწყობთ პასუხი:
მე ვერ გავერევი ამაში, ეს ინტერესთა კონფლიქტია.
- ეგრე ბებიაშენს ელაპარაკე, გეტყვის ძალადობის ყოფილი მსხვერპლი.
-მაინც დაჩმორდა ეს ორტრაკა, იტყვის მეორე.
მე არ მინდა ჩემ მეგობარს ვურტყა ნაჯახი,
მე მინდა ვიყო ადამიანი.
პ.ს. მე ვეთიშები საზმაუს კონკურსს.
პ.ს.ს. ქალთა მოძრაობა აკეთებს იმას, რასაც უნდა აკეთებდეს“, - დაწერა პატარაიამ.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში 4 ვაკანტური ადგილია, რომელთა დასაკავებლად 12 კანდიდატებს პარლამენტის დეპუტატთა უმრავლესობის მხარდაჭერა სჭირდებათ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


