სამართალი
ბადრი პატარკაციშვილის საქმეზე გიორგი მერებაშვილს დღეს აღკვეთის ღონისძიება უნდა შეუფარდონ
ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე გიორგი მერებაშვილს დღეს აღკვეთის ღონისძიება უნდა შეუფარდონ.
ამავე საქმეზე ბრალი აქვთ წარდგენილი ასევე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის კიდევ ორ ყოფილ მაღალჩინოსანს, ლევან ქარდავასა და რევაზ შიუკაშვილს, თუმცა ისინი სხვა დანაშაულისთვის არიან დაკავებული. ამდენად დღეს მოსამართლემ მათთან მიმართებით ამ საქმესთან დაკავშირებით წინასასამართლო სხდომის თარიღი უნდა ჩანიშნოს. სამივეს გუშინ წარედგინა ბრალი. საქმე ეხება 2007-08 წლებით დათარიღებულ ფარულ აუდიოჩანაწერებს. დაცვის მხარის შეფასებით, დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება, პროკურატურა კი ამით ხმაურიანი საქმეების გადაფარვას ცდილობს.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


