სამართალი
„ბადაგონის“ მფლობელი დიმიტრი ქუმსიშვილს ბიზნესზე ზეწოლაში ადანაშაულებს
„ბადაგონის“ მფლობელი, გიორგი სალაყაია ვიცე-პრემიერ, დიმიტრი ქუმსიშვილს ბიზნესზე ზეწოლაში ადანაშაულებს.
შესაბამისი განცხადება "ბადაგონის" გენერალურმა დირექტორმა და თანამშრომლებმა გუშინ ზემო ხოდაშნის ქარხანაში გააკეთეს.
ისინი ასობით ადამიანის სამსახურის გარეშე დარჩენაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ.
გიორგი სალაყაია მტკიცებით, ხელისუფლების ხელშეწყობით მისთვის ბიზნესის წართმევას ცდილობენ.
თავსი მხრივ, ეკონომიკის მინისტრს დიმიტრი ქუმსიშვილს კარგად დაგეგმილ პროვოკაციაში ადანაშაულებს კომპანიის ადვოკატი, ზაზა ხატიაშვილიც.
"ამ უბედურების უკან დგას დავით ბეჟუაშვილი, სააკაშვილის პორტირებული ხალხი და ასევე დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები. ამასთან, არის ეკონომიკის მინისტრის და ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის კარგად დაგეგმილი პროვოკაცია. მივმართავ პრემიერ-მინისტრს, მოიხადოს ამ ვანდალური ფაქტის გამო ბოდიში", - განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.
თავად დიმიტრი ქუმსიშვილი ბრალდებებს არ პასუხობს.
„ბადაგონის“ ხელმძღვანელს ბრალდებების კიდევ ერთი ადრესატის, დავით ბეჟუაშვილის ადვოკატმა უპასუხა.
ბეჟუაშვილი სალაყაიას ბრალდების უარყოფისთვის ორშაბათამდე აძლევს, 12 თებერვალს კი, მის წინააღდეგ სარჩელით სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავს.
„ბადაგონის“ მფლობელის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს კახა დამენიაც, რომელიც გიორგი სალაყაიამ მის წინააღმდეგ ბეჟუაშვილთან ერთად შეთანხმებულ მოქმედებაში დაადანაშაულა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა შპს „ბადაგონთან” დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია 7 თებერვალს გაავრცელა.
როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, საგამოძიებო სამსახურში 2018 წლის 18 იანვარს დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, შპს „ბადაგონის“ დიდი ოდენობით წილის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
“გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო შპს ,,ბადაგონის“ ყოფილი მეწილის, კომპანია „გრაკორო ტრეიდინგ ლიმიტედის“ წარმომადგენლის განცხადება.
საქმეზე სრულყოფილი გამოძიების ჩატარებისა და ზემოაღნიშნული საკითხების დადგენის მიზნით, 2018 წლის 1 თებერვლის სასამართლოს განჩინების საფუძველზე ქალაქ თბილისში მდებარე შპს „ბადაგონის“ ოფისში მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. კერძოდ, დოკუმენტაციის ამოღება და ელექტრონული ინფორმაციის გამოთხოვა. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებით ხელი არ შეეშლება კომპანია ,,ბადაგონის“ საქმიანობას”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
პრემიერის დავალებით, კომპანია "ბადაგონის" საქმეს ბიზნესომბუდსმენი გააკონტროლებს.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


