სამართალი
ბაჩო სირაძე სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა
ნარკოდანაშაულში ბრალდებული ბაჩო სირაძე სასამართლო დარბაზიდან 50 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.
ამასთან, ბაჩო სირაძეს ჩამოერთვა საქართველოს მოქალაქის პასპორტი და პირადობის მოწმობა. მას ასევე აეკრძალა 22:00 საათიდან 08:00 საათამდე მუდმივი საცხოვრებლის დატოვება.
ბაჩო სირაძე ნარკოდანაშაულის ბრალდებით 21 მაისს დააკავეს.
თუმცა, თავად ბრალდებული აცხადებს, რომ მას ნარკოტიკი „ჩაუდეს“. მისი თქმით, მისი საქმე მთლიანად გაყალბებულია.
"ყველაფერი გაყალბებულია ჩემს საქმეში. ნარკოტიკები ჩამიდეს. არც მინახავს ნარკოტიკული საშუალება, ისე წამიყვანეს და მესამე დღეს მითხრეს რომ მქონდა ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“, რასაც რა თქმა უნდა, არ ვეთანხმებოდი. მე უდანაშაულო ვარ და ეს დამტკიცდება მომდევნო სასამართლო სხდომებზე. ჩემი დაკავება არ მომხდარა, ჩემი გატაცება მოხდა. 4 საათის განმავლობაში არც დარეკვის საშუალება მომცეს, არც ადვოკატებთან შეხვედრის უფლება“,- განაცხადა სირაძემ სასამართლოს დარბაზის დატოვების შემდეგ.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


