პოლიტიკა
აზრს მოკლებულია სტრასბურგში ულტიმატუმების მოსმენა - ირაკლი სესიაშვილი
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, მისთვის აზრს მოკლებულია სტრასბურგში ოპოზიციასთან დისკუსიის გამართვა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით.
სესიაშვილმა აღნიშნა, რომ ოპოზიცია მმართველ გუნდს ულტიმატუმის ენით ელაპარაკება და აფერხებს კონსესუსის მიღწევას.
„საპასუხოდ ჩვენ ვხედავთ არა კონკრეტიკას, არამედ ულტიმატუმის ენით საუბარს, პირდაპირ მიზანმიმართულ მცდელობას, რომ პოლარიზება მოხდეს სიტუაციის, რომ ვერ წავიდეთ შეთანხმებაზე. ამიტომ, მე აზრს მოკლებულად ვხედავ სტრასბურგში ულტიმატუმების მოსმენას. ეს ქვეყნის ინტერესებისთვის სასარგებლო არ არის. ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ ის კონსტიტუცია, რომელიც ჩვენ ექსპერტებთან და სხვადასხვა პოლიტიკურ ძალასთან ერთად შევიმუშავეთ, იყოს ქვეყნის ინტერესებზე მორგებული და არა ის, რომ ულტიმატუმებით ვიღაცამ საკუთარი ინტერესები გაიტანოს", - განაცხადა სესიაშვილმა.
მმართველმა გუნდმა განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, მისი წარმომადგენლები სტრასბურგში დაგეგმილ შეხვედრაზე არ წავლენ. საპარლამენტო უმრავლესობამ შეხვედრის ჩაშლაში ოპოზიცია დაადანაშაულა. მმართველი გუნდის აზრით, ოპოზიციამ დიალოგი ჩიხში შეიყვანა.
შეგახსენეებთ, ვენეციის კომისიის თავმჯდომარემ ჯანი ბუკიკიომ ქართულ ოპოზიციურ პარტიებსა და მმართველ გუნდს 6 სექტემბერს, სტრასბურგში დაპატიჟა საკონსტიტუციო ცვლილებებზე სამსჯელოდ.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


