პოლიტიკა
აზერბაიჯანული წარმოშობის საქართველოს მოქალაქეები არიან მნიშვნელოვანი შემადგენელი ქართული, ერთიანი სახელმწიფოსი და ერთიანი სივრცის - გიორგი მარგველაშვილი
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მარნეულში შეკრებილ მოსახლეობას ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა.
პრეზიდენტმა მათ მადლობა გადაუხადა იმ ჩართულობისთვის, რომლითაც აძლიერებენ ჩვენს საზოგადოებას.
„ძალიან მიხარია ყოველ წელს აქ თქვენთან ერთად ყოფნა და ნოვრუზ ბაირამის, გაზაფხულის შემოსვლის, ახლის დაბადების, ახლის დაწყების თქვენთან ერთად ზეიმი. გილოცავთ და გისურვებთ ძალიან ბევრ წარმატებას.
ყოველ წელს მიხარია, როდესაც ჩამოვდივარ აქ და ვხედავ როგორ განახლებული არის მარნეული, როგორ თქვენი შრომით, თვენი ღვაწლით, თქვენი დაუღალავი მუშაობით, თქვენ კიდევ უფრო ლამაზს ხდით თქვენს ქალაქს.
მინდა, მადლობა გითხრათ იმ მუშაობისთვის და იმ თავდადებისთვის, რომლითაც თქვენ აძლიერებთ ჩვენ ერთიანს სამშობლოს.
მინდა, მადლობა გითხრათ იმ ჩართულობისთვის, რომლითაც თქვენ აძლიერებთ ჩვენს საზოგადოებას“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
გიორგი მარგველაშვილის თქმით, აზერბაიჯანული წარმოშობის საქართველოს მოქალაქეები არიან მართლაც მნიშვნელოვანი შემადგენელი ქართული ერთიანი სახელმწიფოსი და ერთიანი სივრცის.
„სულ რამდენიმე დღის წინ ჩამოვედი ბაქოდან, სადაც ვხვდებოდი ჩვენს მოძმე სახელმწიფოს ხელმძღვანელებს და ერთად ვსაუბრობდით იმის თაობაზე, როგორ გავაძლიეროთ აზერბაიჯანი და საქართველო, როგორ აზერბაიჯანმა და საქართველომ მისცეს კიდევ უფრო დიდი შანსები ჩვენს რეგიონს, უზრუნველყოს მშვიდობა და განვითარება ჩვენი რეგიონის.
გულითადად გილოცავთ დღევანდელ დღეს, გისურვებთ გამარჯვებას, წარმატებას და კიდევ მეტ აღმშენებლობას, კიდევ მეტ დამშვენებას თქვენი მშვენიერი მარნეულის, რაიონის და ქალაქის. გაიხარეთ და გილოცავთ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


