უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

19 სექტემბერი, 2018 12:20
font-size

აზერბაიჯანის უზენაესმა სასამართლომ ჟურნალისტი აფგან მუხთარლი პატიმრობაში დატოვა

აზერბაიჯანის უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა ჟურნალისტ აფგან მუხთარლის საკასაციო სარჩელი და პატიმრობაში დატოვა. მუხთარლი შეკინის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებდა.

თვითონ მუხთარლი პროცესს არ დასწრებია.

ადვოკატი ელჩინ სადიგოვი სასამართლოსგან ჟურნალისტის გამართლებას, ხოლო ბრალდების მხარე მისი პატიმრობაში დატოვებას ითხოვდა. ხანმოკლე თათბირის შემდეგ სასამართლო კოლეგიამ გადაწყვიტა, ძალაში დაეტოვებინა მუხთარლისთვის გამოტანილი განაჩენი.

შეგახსენებთ, 2017 წლის 29 მაისს აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თბილისში გაუჩინარდა. შემდგომში გაირკვა, რომ ის აზერბაიჯანში დააკავეს. აფგან მუხთარლის ბრალი სამი მუხლით - აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, კონტრაბანდისა და ხელისუფლების წარმომადგენლისთვის წინააღმდეგობის გაწევის ან ძალადობის მუხლებით ჰქონდა წაყენებული.

საქართველოს შსს-მ მუხთარლის საქმეზე გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს თავისუფლების უკანონო აღკვეთას. თავად ჟურნალისტმა საკუთარ გატაცებაში საქართველოს მთავრობა, კრიმინალური პოლიციის, სასაზღვრო სამსახურისა და საბაჟოს თანამშრომლები დაადანაშაულა.

2018 წლის 12 იანვარს აზერბაიჯანულმა სასამართლომ აფგან მუხთარლის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ Amnesty International-მა მუხთარლი „სინდისას პატიმრად“ აღიარა.

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი