საზოგადოება
ავტომობილის ტექნიკური ინსპექტირებისას გარკვეული დაზიანება დღეიდან ხარვეზად აღარ ჩაითვლება
ავტომობილის ტექნიკური ინსპექტირებისას საქარე მინაზე ხუთ მილიმეტრამდე დიამეტრის სამი წერტილოვანი დაზიანება დღეიდან ხარვეზად აღარ ჩაითვლება.
როგორც ეკონომიკის სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა შალვა ურიადმყოფელმა პირველ არხს განუცხადა, ცვლილებები შეეხება ინსპექტირების ღირებულებასაც, თუმცა მხოლოდ ელექტრომობილების შემთხვევაში, მათი მფლობელებისთვის სტანდარტული გადასახადი 20%-ით, 60 ლარიდან 48 ლარამდე შემცირდება.
„ცვლილებები შევიდა მთავრობის ორ დადგენილებაში. ეს არის 37-ე დადგენილება, რომელიც არეგულირებს საფასურს და ავტოსატრანსპორტო საშუალების ინსპექტირების მიმართულებას. მეორე დადგენილება არის 510-ე, რომელიც არეგულირებს ინსპექტირების პროცესს.
დასაშვებია მინაწმენდისარეალში სამი ე.წ ნაკენჭურის არსებობა, რომლის დიამეტრი არ უნდა აღემატებოდეს ხუთ მილიმეტრს. ასევე, ელექტრომობილები თუ იხდიდნენ აქამდე 60 ლარს ინსპექტირებაში, ახლა გადაიხდიან 20%-ით ნაკლებს, ეს არის 48 ლარი. გარდა ამისა, დამუქება მინების ინსპექტირების პროცესიდან იხსნება”, – განაცხადა შალვა ურიადმყოფელმა.
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


