უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

6 მარტი, 2019 10:25
font-size

ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების ნაწილში რეგულაციები მკაცრდება

არასწორი წვის შედეგად ჭარბი გამონაბოლქვის დაფიქსირების შემთხვევაში, ავტომობილი ტექნიკურ ინსპექტირებას ვერ გაივლის, – ამის შესახებ პირველ არხს ეკონომიკის სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, შალვა ურიადმყოფელმა განუცხადა.

ტექნიკური ინსპექტირების ნაწილში რეგულაციები დღეიდან მკაცრდება.

„იყო შემთხვევები, როცა მაჩვენებლები იყო ნორმაში, თუმცა ავტოსატრანსპორტო საშუალებას მაინც ჰქონდა მოჭარბებული კვამლიანობა. სწორედ ამიტომ, გამონაბოლქვში მავნე ნივთიერების – ნახშირბადის მონოქსიდის (CO) შემცველობის შემოწმების გარდა, ყურადღება მიექცევა გამონაბოლქვის ვიზუალურ მხარესაც. მაგალითად, თუ სატრანსპორტო საშუალებას გამონაბოლქვში ნახშირბადის მონოქსიდის შემცველობა ნორმის ფარგლებში აღმოაჩნდება, მაგრამ ტექნიკურად არასწორი წვის შედეგად დაფიქსირდება მოჭარბებული კვამლი, ავტომობილი დახარვეზდება. ეს საგრძნობლად იმოქმედებს ავტოპარკზე და გამონაბოლქვის პრობლემა საგრძნობლად შემცირდება ამ ცვლილებით”, – განაცხადა შალვა ურიადმყოფელმა.

მისივე თქმით, განმეორებით ინსპექტირებისას დახარვეზებული დეტალის გარდა, ავტომობილი ტექნიკურ დათვალიერებას ხელახლა სრულად გაივლის.

„მაშინ, როდესაც აქამდე მძღოლები განმეორებით ინსპექტირებაზე მიდიოდნენ მხოლოდ ხარვეზის აღმოსაფხვრელად, ამ ხარვეზის აღმოფხვრის გარდა, კიდევ ვალდებულება უჩნდებათ, რომ შემოწმდნენ ვიზუალურადაც”,- განაცხადა შალვა ურიადმყოფელმა.

მისივე თქმით, რეგულაციები განსაკუთრებით მკაცრდება ტაქსის მძღოლებისთვის.

„ცვლილება შეეხო ტაქსებსაც. ისინი პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას დაექვემდებარებიან გამოშვების თარიღიდან ერთი წლის შემდეგ, ექვს თვეში ერთხელ. ეს არის ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომლებსაც გადაჰყავთ მგზავრები და მათი ცვეთა უფრო მეტია, გადიან უფრო მეტ მანძილს, ვიდრე ჩვეულებრივი სატრანპორტო საშუალებებ. იმის გამო, რომ ასეთ ავტომობილებს ჰქონდეთ შენარჩუნებული კარგი ტექნიკური მდგომარეობა, დაექვემდებარებიან ინსპექტირებას წელიწადში ორჯერ”, – განაცხადა შალვა ურიადმყოფელმა.

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი