სამართალი
ავტობანის სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთზე დასაქმებული მუშები გაიფიცნენ
ავტობანის სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთზე დასაქმებული მუშები გაიფიცნენ.
ისინი ხელფასების დროულად მიღებას, ანაზღაურების გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვემ.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ იანვრის შემდეგ ხელფასის მხოლოდ მცირე ნაწილი აქვთ მიღებული.
გარდა ამისა, დასაქმებულები შრომითი ხელშეკრულებების გაფორმებასაც ითხოვენ.
„პირველ რიგში ხელფასია ჩვენი მოთხოვნა, თუ არა სახლშიც ვიჯექი და დავჯდები ისევ. მეორე რიგში, კი რაც გვაკლდება საათები აგვინაზღაურონ. ვერ გავიგეთ საიდან არის ათვლა, საათობრივად გვაქვს ხელფასი და ათვლა ვერ გავიგეთ საიდან მიდის. მე მაგალითად მაქვს 18 დღე ნამუშევარი და მომცენ 530 ლარი, საათში გამოდის 2,80 ლარი, არადა უნდა იყოს 4, 15 ლარი. ამის გარკვევაც გვინდა“,-აღნინმა აქციის მონაწილემ ომარ ოჩხრიკიძემ.
აქციის კიდევ ერთი მონაწილის გურამ ქუბალიანის თქმით, კი კომპანიამ, სამუშაო საათების დროს დასაქმებულების გამოკვება შეწყვიტა.
„კომპანიაში შეწვიტეს კვება, რაც მთავარია თანამშრომლისთვის, როცა მუშაობ კვება გჭირდება. ყველა მოვითხოვთ, ყველა, შრომითი ხელშეკრულებების დადებას, რათა დამსაქმებელი და დასაქმებული იყოს თანაბარუფლებიანი. იყოს ანაზღაურება თუნდაც ისეთი როგორიც არის,მაგრამ იყოს დროული“,-აღნიშნა დასაქმებულმა.
კომპანია „ალტკომის“კადრების განყოფილების უფროსის ზურაბ დათუშიძის თქმით, კი იანვრის თვის ხელფასების ნაწილი უკვე გაცემულია და დანარჩენს მუშები ძალიან მალე მიიღებენ.
რაც შეეხება შრომით ხლეშკერულებებს, დათუშიძის თქმით, ისინი ისედაც დადებულია.
„ხელფასები დაირიცხა , დარჩენილია ნახევარი იანვრის ხელფასი, ისიც დაირიცხება მოკლე ხანში. ხელშეკრულებები ყველასთან დადებულია და თანხებიც დაირიცხება, მუშაობითაც გავლენ ბიჭები და იმუშავებენ“,-აღნიშნა დათუშიძემ.
ამ წუთებში დამსაქმებელსა და დასაქმებულებს შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


