სამართალი
ავთანდილ ხურციძის სასამართლო პროცესი ნიუ იორკში დღეს გაიმართება
გაათავისუფლებენ თუ არა პატიმრობიდან აშშ-ში დაკავებულ მოკრივეს, ავთანდილ ხურციძეს დღეს გახდება ცნობილი. საქმეზე ნიუ ორკში სხდომა თბილისის დროით 21:00 საათისთვისაა ჩანიშნული.
მოკრივის გათავისუფლებას ელოდებიან მისი ოჯახის წევრები.
ხურციძის დედა შვილის უდანაშაულობაში დარწმუნებულია და ეჭვობს, რომ ის განზრახ დააკავეს. მიზეზად კი, იმ სპორტსმენთან დაპირისპირება სახელდება, რომელთანაც ორთაბრძოლა აშშ-ში ივლისის თვეში უნდა გამართულიყო.
,,არაფერი არ გაუფუჭებია და უნდა გაათავისუფლონ. მე ვფიქრობ, რომ ქამრისთვის მოხდა ეს. მოწინააღმდეგეს უნდოდა ქამარი, არ იყო თავად ფორმაში და ავთანდილი ამიტომ დააკავეს“, - აცხადებს მაყვალა ხურციძე.
ავთანდილ ხურციძე ნიუ იორკში ივნისში დააკავეს. მას ბრალად ე.წ. შულაიას კრიმინალური სინდიკატის წევრობა ედება და გამოძიების მტკიცებით, არაერთ მძიმე დანაშაულშია მხილებული. ის ამჟამად წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


