უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

9 სექტემბერი, 2017 10:40
font-size

ავთანდილ ხურციძემ გირაოთი გათავისუფლებაზე უარი თქვა

აშშ-ში დაკავებული ქართველი სპორტსმენის ავთანდილ ხურციძის სასამართლო პროცესი ნოემბრამდე გადაიდო.

ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ხურციძის მეგობარზე, მერაბ დვალიშვილზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც გუშინ ნიო იორკში გამართულ სასამართლო პროცესს ესწრებოდა.

მეგობრის ინფორმაციით, ავთანდილ ხურციძის პროცესი, კიდევ ორ ბრალდებულთან ერთად უნდა გამართულიყო. ეს პირები მოკრივის წინააღმდეგ აღძრულ ბრალდებებთან დაკავშირებულ რამდენიმე ეპიზოდში ფიგურირებენ. ერთი წარმოშობით ქართველი რუსეთის მოქალაქე, მეორე კი ამერიკაში მცხოვრები ქართველია.

მერაბ დვალიშვილს განმარტებით, საქმის განცალკევების გამო, მორიგი სასამართლო პროცესი ნოემბერში გაიმართება და ხურციძე ამ სხდომაზე ერთადერთი ბრალდებული იქნება.

რაც შეეხება ქართველი სპორტსმენის გირაოთი გათავისუფლებას, როგორც მისი მეგობარი ყვება, ხურციძემ გირაოზე თავად თქვა უარი და შესაბამისად მისი გათავისუფლების საკითხი აღარ განიხილება.

კითხვაზე რატომ გადაიფიქრა დაკავებულმა გირაოს გადახდა და თავმდები პირების დახმარება - სპორტსმენის მეგობარი პასუხობს, რომ ხურციძეს გარეთ ყოფნის შემთხვევაში, აშშ-ს საემიგრაციო სამსახურთან პრობლემები შეექმნებოდა.

ბრალდებულის მეგობარი ამბობს, რომ ქართველი მოკრივე სასამართლოს გადაწყვეტილებას დაელოდება, რადგან ის დარწმუნებულია, რომ გაამართლებენ.

ავთანდილ ხურციძე ნიუ იორკში, ე.წ. კანონიერი ქურდის, რაჟდენ შულაიას სინდიკატის წევრებთან ერთად დააკავეს.

ავთანდილ ხურციძეს რამდენიმე ბრალდება აქვს წაყენებული, მათ შორის რეკეტის, თავდასხმისა და რამდენიმე სახის თაღლითობის ბრალდებები.

საკვანძო სიტყვები:

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი