სამართალი
ავსტრიაში საქართველოს ორი მოქალაქე მაღაზიების გაქურდვის ბრალდებით დააკავეს
ავსტრიაში 11 მაღაზიის გაქურდვისა და 3000 ევრომდე ღირებულების საქონლის მოპარვის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაკავებულები 26 და 27 წლის ახალგაზრდები არიან, რომლებმაც ავსტრიის რამდენიმე ქალაქში ძირითადად ტანსაცმლისა და ელექტროტექნიკის მაღაზიებს ქურდავდნენ.
პოლიციამ ისინი ლინცში იმ დროს დააკავეს, როდესაც ყალბი გერმანული სანომრე ნიშნით მართავდნენ ავტომობილს.
ერთ-ერთ დაკავებული, რომელსაც ფალსიფიცირებული მართვის მოწმობა აღმოაჩნდა, ამჟამად საპატიმროში იმყოფება. მისი თანამზრახველის საქართველოში დეპორტაცია უკვე განხორციელდა.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


