პოლიტიკა
ავიაეკიპაჟებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხს პრაღაში განვიხილავთ - ზურაბ აბაშიძე
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძის განცხადებით, პრაღაში, 15-16 ნოემბერს, ავიაეკიპაჟებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხი განიხილება.
ამის შესახებ აბაშიძემ „Известия»-თან საუბარში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის მიერ გაკეთებული შესაბამისი შინაარსის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
„არსებობს რიგი რთული ტექნიკური ასპექტები. შესაბამისი საავიაციო უწყებები საკითხთან დაკავშირებით საკუთარ წინადადებებს წარადგენენ. ამის მერე ხელთ მექნება უფრო დეტალური ინფორმაცია“,-განმარტა აბაშიძემ.
მისი თქმით, რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი თბილისმა 2011 წელს მოხსნა. მისი თქმით, ამ პერიოდიდან საქართველოს წელიწადში მილიონზე მეტი ტურისტი სტუმრობს.
გრიგორი კარასინმა „იზვესტიასთან“ საუბარში განაცხადა, რომ მოსკოვი არ გამორიცხავს საქათვველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას.
მისი თქმით, ამ ეტაპზე, რუსეთმა ქართულ მხარეს ავიაეკიპაჟებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით კონკრეტული წინადადებები გაუგზავნა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


