უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

11 თებერვალი, 2026 13:14
font-size

ავარიულ საცხოვრებელ სახლში მცხოვრებ პირს, რომელიც უარს განაცხადებს ჩანაცვლების რომელიმე პროგრამაში მონაწილეობაზე, მუნიციპალიტეტისგან ქირა შეუწყდება - კახა კალაძე

ავარიულ საცხოვრებელ სახლებში მცხოვრები მოქალაქეებისთვის ქირის გაცემის წესში გარკვეული ცვლილებები შედის, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ პირი მუნიციპალიტეტისგან იღებს ქირას და ამასთანავე უარს განაცხადებს ავარიული საცხოვრებელი სახლის ჩანაცვლების რომელიმე პროგრამაში მონაწილეობაზე, მას ქირის მიღება ექვსი თვით შეუწყდება.

„ცვლილება შეგვაქვს ქირების გაცემის წესში. მიუხედავად იმისა, რომ უკვე რამდენიმე მნიშვნელოვანი პროგრამა არსებობს ავარიული სახლების ჩანაცვლების კუთხით, სამწუხაროდ, ზოგიერთი მესაკუთრე არაკეთილსინდისიერად იყენებს მერიის ქირების პროგრამას. ეს ადამიანები უარს აცხადებენ ჩანაცვლების პროგრამებში მონაწილეობაზე, რითიც ასევე აზარალებენ და აზიანებენ სხვა მესაკუთრეების უფლებებს. ამასთან, პარალელურად, წლების განმავლობაში იღებენ ქირას მერიიდან. ცვლილებების მიხედვით, თუ პირი იღებს ქირას და ამასთანავე გამოვლინდება, რომ იგი უარს განაცხადებს ავარიული საცხოვრებელი სახლის ჩანაცვლების რომელიმე პროგრამაში მონაწილეობაზე, მას ექვსი თვით შემდეგ შეუწყდება ქირის მიღება და აღუდგება მხოლოდ მას შემდეგ, როცა განაცხადებს თანხმობას ჩანაცვლების პროგრამებში მონაწილეობაზე“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე განცხადებით, ის პირი, რომელიც უარს განაცხადებს ჩანაცვლების რომელიმე პროგრამაში მონაწილეობაზე და ამის შემდეგ გაუჩნდება ქირის მიღების საფუძველი, მას არ მიეცემა ქირა, ვიდრე არ განაცხადებს თანხმობას ჩანაცვლების პროგრამაში მონაწილეობაზე.

„მინდა, ვთხოვო ჩვენს თბილისელებს, რომ გულისხმიერად მოეკიდონ ამ პროცესს და გამოიყენონ ჩვენ მიერ შეთავაზებული პროგრამები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ მათი კეთილდღეობის, საკუთრების ობიექტის გაუმჯობესებისკენაა მიმართული. ჩვენ გვინდა, დაგეხმაროთ, თქვენი საცხოვრებელი პირობები გავაუმჯობესოთ, რათა არ ცხოვრობდეთ ავარიულ სახლებში, რაც საფრთხეს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტს მზაობა აქვს, რომ თქვენ გვერდით იყოს. გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა, ისარგებლეთ აღნიშნული პროგრამით. არ მესმის, რატომ უნდა უხაროდეს ადამიანს ძველ და საფრთხის შემცველ სახლში ცხოვრება? არ ვიცი, მიზანმიმართულად აცხადებს ზოგი უარს თუ ჩვენი მხრიდან დამატებითი ინფორმაციის მიწოდება სჭირდებათ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ. იაქტიურეთ, გამოიყენეთ აღნიშნული პროგრამა და ძველის ნაცვლად მიიღეთ ახალი, თანამედროვე სტანდარტების მქონე გარემონტებული ბინები, ზუსტად იმ ფართობის, რაც ახლა გაქვთ საკუთრებაში“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი