პოლიტიკა
ავაკოვთან პირადი კონფლიქტი არ მაქვს, ეს ჩემთვის ძალიან დაბალი დონეა - მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ოდესის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მას არ აქვს პირადი კონფლიქტი არც უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან, არც ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ გროისმანთან და არც გენერალურ პროკურორ იური ლუცენკოსთან.
„არ მაქვს პირადი კონფლიქტი პოროშენკოსთან. პატივს არ ვცემ გროისმანს, მაგრამ მასთან პირადი კონფლიქტი არ მაქვს. ჩემი წყალობით ის გახდა პრემიერი. ყველაფერი გავაკეთე იაცენუკის მოსაშორებლად.
არანაირი კონფლიქტი არ მაქვს ლუცენკოსთან, ავაკოვთანაც კი, ჩემთვის ეს ძალიან დაბალი დონეა“, -აღნიშნა სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, დღეს მიხეილ სააკაშვილმა ხელი მოაწერა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს, რომელიც ეხება უკრაინის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას. მესაზღვრეებმა და პოლიციელებმა ჟურნალისტების თანდასწრებით საჯაროდ წაუკითხეს სააკაშვილს დოკუმენტის შინაარსი.
10 სექტემბერს 20 საათზე მიხეილ სააკაშვილმა თავის მხარდამჭერებთან ერთად სასაზღვრო-გამშვები პუნქტი შეგინი გადაკვეთა. ის ახლა ლვოვში იმყოფება.
აღნიშნულ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული უკრაინის სსკ-ის 332-ე მუხლით, რაც სახელმწიფო საზღვარზე პირების უკანონოდ გადაყვანას გულისხმობს, ასევე ადგილობრივი შსს-ის ინფორმაციით, ინციდენტი „სისხლის სამართლის კოდექსის“ 348-ე მუხლის დანაშაულის ნიშნებსაც შეიცავს.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


