პოლიტიკა
აუცილებელია თიანეთის #20 საარჩევნო უბანზე შედეგები ბათილად იქნას ცნობილი და გაიმართოს განმეორებითი კენჭისყრა - სამართლიანი არჩევნები
არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სამართლიანი არჩევნები“ თიანეთის #20 საარჩევნო უბანზე განმეორებითი კენჭისყრის ჩატარებას მოითხოვს.
აღნიშნულის შესახებ საუბარია ორგანიზაციის განცხადებაში:
,,თიანეთის 20-ე საარჩევნო უბანზე განმეორებითი კენჭისყრა უნდა გაიმართოს #19 თიანეთის საოლქო საარჩევნო კომისიამ, 22 ოქტომბერს, დაახლოებით დილის 5-6 საათზე ჩაატარა სხდომა და პ/გ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე გახსნა #20 საარჩევნო უბნის ბათილი ბიულეტენების დალუქული პაკეტი და გადათავალა ბათილი ბიულეტენები. დადგინდა, რომ 5 ბიულეტენი, რომლიდანაც 4 ბიულეტენზე ერთი კანდიდატი იყო შემოხაზული, ხოლო ერთზე ერთი კანდიდატი გადახაზული იყო, ხოლო მეორე შემოხაზული, საუბნო კომისიას ბათილად ჰქონდა მიჩნეული. ხუთივე შემთხვევაში ხმა მიცემული იყო ქართული ოცნების მერობის კანდიდატისთვის. საოლქო კომისიამ აღნიშნული ბიულეტენები ნამდვილად ჩათვალა, რის შედეგადაც თიანეთის თვითმმართველ თემში ქართული ოცნების მერობის კანდიდატმა გაიმარჯვა. საოლქო კომისიაში სხდომას ესწრებოდა „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელი.
თიანეთის #20 უბანზე კენჭისყრის, ხმის დათვლისა და შემაჯამებელი ოქმის შედგენის პროცესს ასევე აკვირდებოდა „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლი. მის მიერ მოწოდებული ინფორმაციით როგორც კენჭისყრის, ისე ხმის დათვლის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა. ხმის დათვლის დროს არცერთი დამკვირვებელ ორგანიზაციისა და პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს არ დაუფიქსირებია განსხვავებული აზრი ბათილ ბიულეტენებთან დაკავშირებით. კომისიამ პრაქტიკულად ყველა შემთხვევაში ერთსულოვნად გადაწყვიტა საეჭვო ბიულეტენების ბედი და არცერთ დამსწრე პირს, მათ შორის, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენელს არ გამოუთქვამს პროტესტი, რომ ნამდვილი ბიულეტენები საუბნო კომისიამ ბათილად მიიჩნია. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის განცხადებით, ყველა ბათილი ბიულეტენი სწორად იქნა მიჩნეული ასეთად და არცერთი ბიულეტენი არ იყო, რომელზეც აშკარად იყო გამოხატული ამომრჩევლის ნება და კომისიამ ბათილად ჩათვალა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გაურკვეველია და ეჭვს იწვევს ის გარემოება, თუ როგორ მოხვდა 5 ნამდვილი ბიულეტენი, რომელზეც აშკარად იკითხებოდა ამომრჩევლის ნება ბათილ ბიულეტენებს შორის. განსაკუთრებით საეჭვოა ის ფაქტი, რომ ხმის დათვლის პროცესში, უბანზე პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს აღნიშნული ფაქტი არ გაუპროტესტებია.
არასტანდარტულია თავად საოლქო კომისიის მიერ ასეთი დაუყოვნებელი რეაგირება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლის განცხადებაზე დალუქული პაკეტის გახსნის და ბათილი ბიულეტენების გადათვლის შესახებ, რომელიც კომისიამ განიხილა წარდგენიდან 1-2 საათში, 22 ოქტომბერს გამთენიისას. წარსულში არ ყოფილა შემთხვევა, რომ რომელიმე საოლქო კომისიას „სამართლიანი არჩევნების“ საჩივარზე ასეთი მყისიერი რეაგირება მოეხდინა. ნიშანდობლივია, რომ საოლქო კომისიები თითქმის არასდროს აკმაყოფილებენ დალუქული პაკეტების გახსნის და ხმების გადათვლის მოთხოვნას, მაშინაც კი, როცა მაღალი ალბათობა არსებობს იმისა, რომ დარღვევას ჰქონდა ადგილი.
საოლქო კომისიის გადაწყვეტილება კიდევ უფრო გასაკვირია იმის გათვალისწინებით, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის განცხადება სრულიად დაუსაბუთებელია, არანაირ ინფორმაციას შეიცავს იმის შესახებ, თუ რა დარღვევას ჰქონდა ადგილი ხმის დათვლის დროს, და მხოლოდ გაურკვეველ ვარაუდს ემყარება: „თიანეთის #19 საოლქო საარჩევნო კომისიაში შემავალი #20 საუბნო საარჩევნო კომისიის ბათილი ბიულეტენების გადამოწმების მიზნით მოგმართავთ თხოვნით გახსნათ და გადაამოწმოთ დალუქული პაკეტი, რომელშიც ბიულეტენებია მოთავსებული ვინაიდან შესაძლოა სადავო ბათილი ბიულეტენების შედეგად გადაწყდეს მთლიანი არჩევნების ბედი“.
მოყვანილი გარემოებები ეჭვის ქვეშ აყენებს მოცემულ ოლქში მერის არჩევნების შედეგებს, რომელშიც „ქართული ოცნების“ კანდიდატმა მხოლოდ ოთხი ხმით გაიმარჯვა. საზოგადოების ნდობისა და არჩევნების ლეგიტიმურობის უზრუნველსაყოფად, აუცილებელია თიანეთის #20 საარჩევნო უბანზე შედეგები ბათილად იქნას ცნობილი და გაიმართოს განმეორებითი კენჭისყრა.“ - ნათქვამია განცხადებაში.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


