უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

6 მარტი, 2025 14:45
font-size

აუცილებელია შეერთებული შტატების ინვესტიციები სასწრაფოდ დაბრუნდეს ანაკლიაში - მამუკა ხაზარაძე

აუცილებელია, რომ შეერთებული შტატების ინვესტიციები სასწრაფოდ დაბრუნდეს ანაკლიაში! - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

“აშშ-ს სენატორების ორპარტიულმა ჯგუფმა წარადგინა კანონმდებლობა, რომელიც მიზნად ისახავს ჩინეთის მიერ მსოფლიოს სტრატეგიულ პორტებზე კონტროლის, მონიტორინგისა და წინააღმდეგობის გაწევას, რასაც კანონმდებლები უწოდებენ პირდაპირ საფრთხეს ამერიკის ეროვნული უსაფრთხოებისა და ეკონომიკური ინტერესებისთვის.

საქართველოს შემთხვევაში, ჩვენი სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, ანაკლიის პორტს უმნიშვნელოვანესი ფუნქციია ეკისრება, ანაკლიის პორტს და მის უკან თავისუფალი ეკონომიკური ქალაქის მშენებლობას რადიკალურად შეუძლია შეცვალოს ქვეყნის რეგიონალური პოზიციონირება, გვაქვს შანსი გავხდეთ დიდი სავაჭრო გზების შემკრები კარიბჭე, გავხდეთ ასეულ მილიარდიანი სავაჭრო ბრუნვის ბენეფიციარი, გავხდეთ მძლავრი ეკონომიკა, გავხდეთ ფინანსური, ლოჯისტიკური და საწარმოო ჰაბი, რომელიც თავისთავად შექმნის ჩვენი მოქალაქეებისთვის ახალ ღირსეულ სამუშაო ადგილებს. ალბათ ყველა ხვდება ამ პროექტის განხორციელება თუ რამდენად დაგვაახლოებს აფხაზეთის საკითხის გადაწყვეტას. კიდევ ერთხელ ვამბობ, საუბარია ასეულ მილიარდი დოლარის, საქონლის და მომსახურების გატარებაზე ანაკლიის პორტის და ქალაქ ანაკლიის მეშვეობით.

ამ პროექტის წარმატება მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებთან და პრეზიდენტ ტრამპის ახალ ინიციატივებთან კავშირში შეიძლება განხორციელდეს. კერძოდ, ანაკლიის პროექტში უნდა დაბრუნდნენ ამერიკული კომპანიები და მხოლოდ მათი ჩართულობითაა შესაძლებელი ანაკლიის საუკუნის პროექტის განხორციელება. ზემოხსენებული სენატორების კანონპროექტი პირდაპირ ადასტურებს აშშ-ს ინტერესს მსოფლიოში უმნიშვნელოვანესი მოქმედი თუ მომავალი პორტების მიმართ, როგორც შემაკავებელი პოზიცია ჩინური გავლენების საპირისპიროდ.

არის თუ არა ანაკლია და საქართველო ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაციის ეკონომიკურ ინტერესში? - დიახ არის. შეერთებული შტატების გაძლიერებული ინტერესი ბუნებრივი რესურსების და ნედლეულის მიმართ ანაკლიას უფრო მიმზიდველს ხდის. მოგეხსენებათ, ნედლეულით მდიდარი ცენტრალური აზიის ქვეყნებზე უმოკლესი გზა საქართველოზე გადის.

ქვეყნის ეროვნული და სასიცოცხლო ინტერესებიდან გამომდინარე სასწრაფოდ საჭიროა შეერთებულ შტატებთან ამ საკითხზე კომუნიკაციის დაწყება, მათი მოწვევა ღიად და პირდაპირ ამ პროექტში. პარტიები მოდიან და მიდიან, ხელისუფლებები იცვლება, ქვეყნის უსაფრთხოება და მისი გრძელვადიანი კეთილდღეობა ყველა ჩვენთაგანის ვალია. ასეთი შესაძლებლობების ფანჯარას დროული გამოყენება სჭირდება.

ნუ გავუშვებთ ამ ისტორიულ შანსს!"- ამბობს მამუკა ხაზარაძე.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი