პოლიტიკა
აუცილებელია, აქტიური რეფორესტიზაციის, ანუ ტყის საფარის აღდგენის პროცესი დავიწყოთ - მამუკა ბახტაძე
უმოკლეს ვადებში უნდა დავიწყოთ ე.წ. რეფორესტიზაციის პროცესი, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, სადაც ტყის საფარის აღდგენაზე ისაუბრა.
მისივე თქმით, მწვანე ეკონომიკის განვითარებაზე მუშაობა გაგრძელდება.
„ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას მწვანე ეკონომიკის განვითარების მიმართულებით. ამ თვალსაზრისით, ჩვენ ბევრი საინტერესო ინიციატივა გვაქვს და ამ ინიციატივებს აუცილებლად წარმატებით დავასრულებთ. დაინერგება გამჭვირვალე პროცედურებზე დაფუძნებული გარემოზე ზემოქმედების შეფასების სისტემა. საპროექტო იდეის შემუშავების საწყის ეტაპზევე შეფასდება დაგეგმილი საქმიანობის მიზანშეწონილობა, რაც ინვესტორს ფუჭი საინვესტიციო დანახარჯებისგან დაიცავს. ტყის მდგრადი მართვის დანერგვისა და ხელშეწყობის მიზნით, დამკვიდრდება ტყეების მოვლის დაცვისა და აღდგენის ეფექტური მექანიზმები. აუცილებელია, რომ ჩვენ აქტიური რეფორესტიზაციის, ანუ ტყის საფარის აღდგენის პროცესი დავიწყოთ. რაც ბოლო ათწლეულების განმავლობაში, საქართველოში ხდებოდა სრულიად მიუღებელია. ჩვენ საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით, უმოკლეს ვადებში უნდა დავიწყოთ ე.წ. რეფორესტიზაციის პროცესი“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


