სამართალი
„აუდიტორია 115“ – ის წევრების სასამართლო სხდომა გადაიდო
„აუდიტორია 115“ – ის ადმინისტრაციული წესით დაკავებული წევრების საქმეზე სასამართლო პროცესი, რომელიც დღეს უნდა გამართულიყო, დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე 20 აპრილისთვის გადაიდო.
სხდომაზე ადვოკატებმა მასალების გაცნობის მიზნით, პროცესის გადადება მოითხოვეს.
საუბარია იმ მასალებზე, რომლებიც სამართალდამცველებმა სასამართლოს წარუდგინეს, მათ შორის დისკი, სადაც პარლამენტთან „აუდიტორია 115“- ის წევრების დაკავებაც არის ასახული.
გუშინ აქციაზე დაკავებულმა ხუთივე პირმა სასამართლო უკვე დატოვა. როგორც ბრალდებულები ამბობენ, კვლავ გააგრძელებენ ბრძოლას შრომითი უფლებებისთვის და ამ მიმართულებით ხელისუფლებას მათი მოთხოვნების შესრულებისკენ მოუწოდებენ.
„აუდიტორია 115“ – ის ხუთი წევრი გუშინ პარლამენტთან გამართულ აქციაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს.
აუდიტორია 115-ის წევრები ტყიბულში, მინდელის შახტში მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპულების ოჯახებს სოლიდარობას უცხადებდნენ და მომხადრზე პასუხისმგებლობას მთავრობას აკისრებდნენ. ისინი ხელისუფლების უმოქმედობას აპროტესტებდნენ და ვიცე-პრემიერის, დიმიტრი ქუმსიშვილის გადადგომას მოითხოვდნენ.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


