პოლიტიკა
აუდიტის სამსახურს ქუმსიშვილის მმართველობის დროს ეკონომიკის სამინისტროში დანამატების სახით გაცემული 4 მილიონი ლარის კანონიერებაში ეჭვი ეპარება
აუდიტის სამსახურმა დასკვნა გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, 2017 წელს, ეკონომიკის სამინისტროში დიმიტრი ქუმსიშვილის მინისტრობის პერიოდში დანამატების სახით გაცემული 4 მილიონი ლარის კანონიერება საეჭვოა. დოკუმენტის მიხედვით, ერთმანეთს არ ემთხვევა დამტკიცებული საშტატო ერთეული და რეალურად მომუშავეთა რაოდენობა, რაც კითხვებს აჩენს.
სავარაუდო დარღვევა ეკონომიკის სამინისტროს პროექტს „აწარმოე საქართველოში“ უკავშირდება.
აუდიტორების თქმით, „აწარმოე საქართველოში“ დაქირავებული ჰყავდა 4 კონტრაქტორი კომპანია, რომელთაც უნდა შეემოწმებინათ, რამდენად მიზნობრივად იხარჯებოდა პროექტიდან მიღებული თანხები.
აუდიტის დეპარტამენტის უფროსის, თორნიკე შერმადინის განმარტებით, აღმოჩნდა, რომ კონტრაქტორი კომპანიები ვალდებულებებს სათანადოდ არ ასრულებდნენ. მისი თქმით, 46-მა ბენეფიციარმა კონტრაქტით გათვალისწინებული პირობები არ შეასრულა, რის გამო 315 000 ლარია დასაბრუნებელი ბიუჯეტში.
„აღნიშნულ კონტრაქტორებს აქვთ ვალდებულება, რომ შეადგინონ მონიტორინგის ანგარიში, თუ როგორ ხდება შემდგომ უკვე ბენეფიციარების მიერ ამ პროგრამის განხორციელება. ანუ მიღებული თანხები იხარჯება თუ არა მიზნობრივად. აღმოჩნდა, რომ ეს კომპანიები ან არასრულად, ან ზოგჯერ საერთოდ არ წარადგენენ ასეთ ინფორმაციას სსიპ „აწარმოე საქართველოში“ და სსიპ-ს უხდებოდა თავისი ძალებით ინფორმაციის მოძიება.
სსიპ-ის მიერ მოძიებული ინფორმაციით, არის 46 ბენეფიციარი ისეთი, რომელმაც დაარღვია კონტრაქტის პირობები და აღნიშნული თანხა, ჯამში 315 ათასი ლარი, შესაძლოა, ექვემდებარებოდეს ბიუჯეტში დაბრუნებას“, -განმარტა შერმადინმა.
დასკვნაში საუბარია, რომ დანამატის გაცემა დაუსაბუთებლად ხდებოდა კონკრეტული თარიღისა და სამუშაოს მიზნობრიობის მითითების გარეშე.
„დანამატის გაცემის დროს არის კანონმდებლობის მოთხოვნა, რომ უნდა იყოს სათანადოდ დასაბუთებული თუ რისთვის გაიცა. ზოგადად, კანონმდებლობით შესაძლებელია დანამატის გაცემა ზეგანაკვეთური მუშაობისთვის, დასვენების დღეებში მუშაობისთვის და სადღესასწაულო დღეებში მუშაობისთვის, ანუ, სწორედ საფუძველი წარმოადგენდა ჩვენი მთავარი კითხვის ნიშანს, რადგან ჩვენ მოვითხოვეთ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ უფრო მეტად უნდა ყოფილიყო დასაბუთებული. დასაბუთებები იყო, მაგრამ, მეტად დეტალიზებული უნდა ყოფილიყო, უფრო მეტად ჩაშლილი ის მიზეზები, თუ რისთვისაც გაიცა აღნიშნული დანამატები“, -ახსნა შერმადინმა.
საპრივატიზაციო ნუსხასთან დაკავშირებით აუდიტორები წერენ, რომ ქონების მართვის სააგენტო 2017 წელს მოახდინა დაახლოებით 79 მილიონი ლარის ღირებულების იმ ქონების პრივატიზაცია, რომელიც შემდგომში ფინანსურ ანგარიშებში არ იყო ასახული, როგორც აქტივი.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


