პოლიტიკა
აუდიტის სამსახურმა მსოფლიო ბანკის პროექტის აუდიტი დაიწყო
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მსოფლიო ბანკის პროექტის „შიდასახელმწიფოებრივი გზების აქტივების მართვა“ (SRAMP) პირველი დამოუკიდებელი ეფექტიანობის აუდიტი დაიწყო. მსოფლიო ბანკის პროექტს (SRAMP) საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.
პროექტის დამოუკიდებელი ეფექტიანობის აუდიტის ჩატარების თხოვნით სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მსოფლიო ბანკმა და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მიმდინარე წლის იანვარში მიმართეს.
მსოფლიო ბანკის პროექტის „შიდასახელმწიფოებრივი გზების აქტივების მართვა” (SRAMP) დაფინანსებაზე ხელშეკრულება საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის 2016 წლის 28 მარტს გაფორმდა.
პროექტში შემუშავებულია დაფინანსების ინოვაციური ინსტრუმენტის გამოყენება, სადაც გადახდები პროექტით განსაზღვრულ შედეგების მიღწევასა (Disbursement-Linked Indicators, DLIs). და ამ შედეგების დამოუკიდებელი აუდიტის მიერ გადამოწმება/დადასტურებაზეა დამოკიდებული.
სასესხო ხელშეკრულების თანახმად, პროექტის შეფასება და მიღწეული შედეგების გადამოწმება/დადასტურება უნდა განხორციელდეს დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ მსოფლიო ბანკისთვის დამაკმაყოფილებელი პირობების შესაბამისად. დამოუკიდებელი აუდიტის დასრულების შემდეგ, საავტომობილო გზების დეპარტამენტი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დამოუკიდებელ ანგარიშს მსოფლიო ბანკს წარუდგენს.
მსოფლიო ბანკის პროექტის დამოუკიდებელი ეფექტიანობის აუდიტი 2016 წლის 6 ივლისიდან 2017 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდს მოიცავს.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


