პოლიტიკა
აუდიტის სამსახური „ნაცმოძრაობის“ საწინააღმდეგო მოძრაობის ფინანსებს შეისწავლის
სახელმწიფო აუდიტის სამსახური „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საწინააღმდეგო მოძრაობის ფინანსებს შეისწავლის. აღნიშნულთან დაკავშირებით აუდიტის სამსახურს არასამთავრობო ორგანიზაცეიებმა მიმართეს.
„ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ შექმნილია Facebook-გვერდი - „სახალხო მოძრაობა-არა ნაციზმს“, რომლის ქავერფოტოზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მის ირგვლივ სისხლიანი ხელებია გამოსახული. გვერდის პოსტის კონტექსტიდან გამომდინარე, მოძრაობა „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგაა მიმართული. ერთ-ერთი პოსტის მიხედვით, მოძრაობა მოქალაქეებს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დღეს რეგიონებში ტრანსპორტირებას ჰპირდება.
მოძრაობა „არა ნაციზმის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ნანა კაკაბაძეა. მისი განმარტებით, აღნიშნული მოძრაობის მთავარი ამოცანა ენმ-ის ხელისუფლებაში არ დაბრუნებაა.
აღნიშნული მოძრაობისა და სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიის შესაძლო კავშირის შესახებ ეჭვი არასამთავრობო სექტორმა გამოთქვა.“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის განცხადებით, სახელმწიფომ უნდა შეისწავლოს არა მხოლოდ ფინანსური კავშირი, არამედ ისიც, ზემოქმედებს თუ არა აღნიშნული ორგანიზაცია ამომრჩევლის ნებაზე, როდესაც მას რეგიონებიდან არჩევნებზე მიყვანის სერვისს სთავაზობს.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


