პოლიტიკა
ათი ოპოზიციური პარტიის გაერთიანება - ,,ძალა ერთობაშია“ ერთიან საპრეზიდენტო კანდიდატს დაასახელებს
ვისაც სჯერა, რომ ძალა ერთობაშია, გავერთიანდეთ და დავიწყოთ სრულიად ახალი გუნდის ფორმირება. ჩვენ ვემზადებით ხელისუფლებაში მოსასვლელად, - განაცხადა პარტია "ახალი საქართველოს" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ მოძრაობაში "ძალა ერთობაშია" შემავალი სუბიექტების მიერ დეკლარაციის ხელმოწერის ღონისძიებაზე.
ათი ოპოზიციური პარტიის მიერ ახალი გაერთიანება "ძალა ერთობაშია" შეიქმნა, რომელიც საერთო საპრეზიდენტო კანდიდატის ვინაობას ხვალ დაასახელებს.
,,დადგა დრო, რომ ახალი ადამიანები ჩაერთონ ქვეყნის განვითარების პროცესში. დადგა დრო, რომ დავიწყოთ შეუქცევადი წინსვლა. სწორედ ამიტომ, ჩვენ დავაფუძნეთ „ძალა ერთობაშია“ და ვთავაზობთ ყველას, ჩავერთოთ ამ საერთო მოძრაობაში და საქართველოს მივცეთ სრულიად ახალი პერსპექტივა. გზა არის ორი: ან გვაქვს ამბიცია, რომ ვიყოთ ლიდერ სახელმწიფოებს შორის, ან ვიყოთ დაქსაქსულები და მუდმივად ერთმანეთს ვჭამდეთ, რაც სამწუხაროდ "ქართული ოცნების" ინტერესებში შედის. ამიტომ, ვისაც სჯერა, რომ ძალა ერთობაშია, გავერთიანდეთ და დავიწყოთ სრულიად ახალი გუნდის ფორმირება. ჩვენ ვემზადებით ხელისუფლებაში მოსასვლელად",- განაცხადა "ახალი საქართველოს" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.
ამასთან, კითხვაზე, იქნება თუ არა აღნიშნული ოპოზიციური გაერთიანების საპრეზიდენტო კანდიდატი ქალი, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ ისინი კანდიდატს სქესის მიხედვით არ არჩევენ.
"ჩვენს სქესის მიხედვით არ ვარჩევთ კანდიდატს. ვარჩევთ იმის მიხედვით, თუ როგორი უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი და რამდენად შეუძლია ამ როლის და ფუნქციის შესრულება საქართველოს განვითარების პროცესში,"- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
„სამოქალაქო მოძრაობა - ძალა ერთობაშიას“ წევრები არიან: „ახალი საქართველოსთვის“ - ნიკოლოზ ვაშაკიძე; „ემსახურე საქართველოს“ - მურმან დუმბაძე; „ეროვნულ დემოკრატიული პარტია“ - ბაჩუკი ქარდავა; სახელმწიფო ხალხისთვის - ნიკა მაჭუტაძე; ქრისტიან კონსერვატიული პარტია“ - შოთა მალაშხია; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - ნიკანორ მელია; „სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის“ - ზურაბ ხარატიშვილი; ახალი საქართველო - გიორგი ვაშაძე; საქართველო ლიდერთა შორის - მამუკა გამყრელიძე; საქართველოს ევროპელი დემოკრატები - პაატა დავითაია.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


